სკოლაში სამოქალაქო განათლება, როგორც სასკოლო საგანი კარგა ხანია ისწავლება, მაგრამ მისი სწავლების მიზანი და საჭიროება მოსწავლეებს და მათ მშობლებს არა აქვთ გაცნობიერებული. სამოქალაქო განათლების სწავლების აუცილებლობა, რაც დრო გადის მით უფრო იზრდება. გარდა თეორიული ცოდნისა საჭიროა მოსწავლეებმა სამოქალაქო კუთხით, პრაქტიკული მუშაობები განახორციელონ. ამისთვის საჭიროა ადგილი, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ შეიკრიბონ, დაგეგმონ აქტივობები და გაკვეთილზე მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკულად.
პროექტის მიზანი სკოლის კურსდამთავრებულთა აქტიური მონაწილეობით სამოქალაქო კლუბის გააქტიურებაა, ისინი თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ სამოქალაქო კლუბის კლუბის წევრებს და ერთობლივად განახორციელებენ სხვადასხვა ტიპის აქტიობებს, რომელშიც ჩართული იქება, როგორც სკოლის ადმინისტრაცია, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები;