პროექტის მიზანია ხობის რაიონის სოფელ ქვალონში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა
პროექტის განხორციელების შედეგად:
• სკოლის მოსწავლეების , მასწავლებლებისა და სოფლის მოსახლეობის მიერ დასუფთავდა სკოლისა და ღელეს მიმდებარე ტერიტორია.
• სამოქალაქო კლუბის 8 წევრის მიერ ღელეს განაპირად დამონტაჟდა ბანერი წარწერით „ნუ დაანაგვიანებთ“
• დამზადდა და სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ გავრცელდა 500 ცალი საინფორმაციო ბუკლეტი ნაგავსაყრელის არსებობის მავნებლობაზე.
• ბიოლოგიის მასწავლებლის შორენა ყალიჩავას მიერ ჩატარდა 3 სემინარი ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემოს შესახებ სკოლის წარმომადგენლებთან და სოფლის მოსახლეობასთან
• დამზადდა და სკოლის ეზოში დაიდგა 2 სკამი