ჩვენი პროექტის მიზანია, სკოლაში რადიოკვანძის მოწყობა, პარალელურად, სკოლის მოსწავლეების თანამშრომლობა მედიასთან, რომ პროექტის მონაწილეები გაეცნონ გამოცდილი ჟურნალისტების რჩევებს საზოგადოებისა და თემისათვის მტკივნეული პრობლემების გაშუქების საკითხების შესახებ. ამ მიზნით, მოეწყობა ვიზიტები დუშეთის ადგილობრივ ტელევიზიაში და მცხეთა-მთიანეთის საიფორმაციო ცენტრის დუშეთის ბიუროში. ამ გამოცდილების საფუძველზე ახალგაზრდები დაგეგმავენ და განახორციელებენ სკოლის რადიოკვანძის სარედაქციო მუშაობას.
პროექტის განხორციელების შედეგად:
კვირაში ორჯერ მოეწყობა რადიოგადაცემები, რომლის თემატიკა იქნება: სკოლის სიახლეები, სამოქალაქო განათლების საკითხები, ეკოლოგიის საკითხები, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის საკითხები. იმუშავებს რუბრიკა ,,ჩვენი სოფლის ამბები“, საგანმანათლებლო ღონისძიებები: როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე, მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში, თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან; ვართ თუ არა ტოლერანტები? და ასე შემდეგ.
გაღრმავდება სკოლის ადმინისტრაციისა და მოსწავლეების ურთიერთობა;
ახალგაზრდები ჩაერთვებიან საზოგადოებრივ საქმიანობას; მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას ჟურნალისტის პროფესიის შესახებ და ჩამოუყალიბდებათ საწყისი უნარ-ჩვევები. ეს დაეხმარებათ პროფესიულ ორიენტაციასა და მომავლის დაგეგმვაში.
ამაღლდება რადიომსმენელთა სამოქალაქო ცნობიერება, გაიზრდება ინფორმირებულობის ხარისხი;
მოსწავლეები ისწავლიან პრობლემის მოკვლევის და გაშუქების ხერხებს.