პროექტის ფარგლებში სკოლაში შეიქმნება კომპიუტერული, ვიდეო და აუდიო აპარატურით აღჭურვილი სამოქალაქო კლუბი. მოსწავლეები მოამზადებენ სიუჟეტებს სკოლის პრობლემების საკითხებზე, მოეწყობა თემის გამოკითხვა და წვრთნები სოციალური კვლევის ჩატარების თემებზე, მოხდება შექმნილი სიუჟეტების ჩვენება ფართო საზოგადოებისათვის და მოწოდებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ერთობლივად მუშაობა.