პროექტის მიზანია სასკოლო ბიბლიოთეკის შევსება ახალი წიგნებით, ეს გამოიწვევს მოსწავლეთა ინტერესის გაზრდას წიგნის მიმართ, აამაღლებს წიგნიერების დონეს, მოსწავლეები გაეცნობიან თანამედროვე თუ კლასიკოსი ქართველი და უცხოელი ავტორების ცნობილ ან ნაკლებად ცნობილ ნაწარმოებებს; დასაბამი მიეცემა დისკუსიების და ლოტერატურული ღონისძიებების ჩატარებას, მოსწავლეთა დაინტერესებას კლასგარეშე ლიტერატურით და საგაკვეთილო მასალასთან დაკავშირებას. მათი გემოვნების დახვეწას და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.