სკოლის საზოგადოებასა და ზოგადად თემში ცნობიერების ამაღლება ტრეფიკინგთან დაკავშირებით, რადგან ადამიანის მონურ მდგომარეობაში ჩაყენება და მისი თავისუფლების უარყოფა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის ძირითადი უფლების – იყოს თავისუფალი – დარღვევაა. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) განიხილება, როგორც მონობის თანამედროვე, სახეშეცვლილი ფორმა რომელიც სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. დღეს კი, როცა ძალიან ბევრი ჩვენი თანასოფლელი გადის საზღვარგარეთ, მეტი ინფორმირებულობა და განათლება ამ თემასან დაკავშირებით, დაეხმარება არ გახდეს ტრეფიკინგის მსხვერპლი, საჭიროების შემთხვევაში, კი იცოდეს როგორ დაიცვას თავი, ან ვის მიმართოს