ეს არის პროექტი, რომლის განხორციელებითაც ახალგაზრდები პროფესიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, სწორ არჩევანს სწორ დროს გააკეთებენ. საჭიროა ახალგაზრდებში ცნობიერება ავამაღლოთ, რომ გაიაზრონ სამომავლო პროფესიის ბენეფიტები და გამოწვევები. ამ პროექტის საშუალებით მოზარდები გარკვეული დროის განმავლობაში განიცდიან იმ ემოციებს, რაც მათ პროფესიას წინ უძღვის. რა თქმა უნდა, ყველა ვერ იპოვის თავის თავს, მაგრამ ამ პროექტის საშუალებით მოზარდთა გარკვეული ჯგუფი დაგეგმილი აქტივობების დახმარებით მიიღებს ისეთ გამოცდილებას, რომელიც მათი მომავლის ნავიგატორი გახდება . ვფიქრობ პროფესიის გაცნობა და მასთან დაკავშირებით აქტივობები, არის ერთადერთი დამხმარე ასეთ სიტუაციაში. ვთვლი, ამ პროექტით ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ ჩაუღრმავდნენ მათთვის საინტერესო პროფესიებს და მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით.