ცნობიერების ამაღლება ციფრული სამყაროს დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ, ასევე ციფრული წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების დონის ამაღლება
სასკოლო საზოგადოებაში (ვგულისხმობთ როგორც მოსწავლეებს, ისე _ მასწავლებლებსა და მშობლებს/მეურვეებს), სკოლებში ციფრული მოქალაქეობის დანერგვის ხელშეწყობა და სასწავლო პროცესის შესაბამისად წარმართვა, წარმატებულ ციფრულ მოქალაქედ ჩამოყალიბების წილს გაზრდა დემოკრატიულ საზოგადოებაში.
(აქვე დავძენთ, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით,, მოსწავლემ უნდა იცოდეს ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი, მოზარდს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება, არამედ მისი შეფასებაც შინაარსის, დანიშნულებისა და ხარისხის მიხედვით, დასახული მიზნებისათვის მისი გამოყენების ფორმების განსაზღვრა; ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანი გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების, მუშაობის, ინტელექტუალური თუ სულიერი მოღვაწეობის პირობების გასაუმჯობესებლად“