პროექტის მიზანია, კარიერული მოწოდების არჩევისას ახალი სტრატეგიებისა და მიდგომების დანერგვა სასკოლო სივრცეში, ისეთი მექანიზმის და ღირებულებების ინსტიტუციურ დონეზე შემოტანა, რომელიც პროფესიული არჩევანის გაკეთებისას მოსწავლეებს სწორი კრიტერიუმებით, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
ქვემიზანი 1 : ისეთი მექანიზმის (კითხვარის) დანერგვა, რომელიც მოწოდების არჩევისას მოსწავლეებს დაეხმარება არა მხოლოდ საკუთარი უნარების, არამედ საკუთარი ემოციური პასუხების შესწავლაში (ჰოლანდის კითხვარი - https://myprofession.gov.ge/holland-test).
ქვემიზანი 2 : ისეთი სივრცისა და პირობების შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემთ ბავშვებს, რომ სკოლაში ცოდნის წარმომქმნელ რგოლად იქცნენ.
ქვემიზანი 3 : სასკოლო ცხოვრებაში მშობლების როლის გაზრდა და მათი აქტიური ჩართულობა; კავშირის აღდგენა სკოლის კურსდამთავრებულებსა და სასკოლო საზოგადოებას შორის.