Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    ლაგოდეხის ურბანული ხეების ციფრული სიცოცხლე

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    აღწერა

    პროექტის მიზანია ქ.ლაგოდეხის ტერიტორიაზე არსებული ურბანული ხეების (ქალაქში არსებული ხეების) დაცვა მათი შესაძლო განადგურების, სამეურნეო თუ ინფრასტრუქტურული მიზნით ჭრისა და გაჩეხვისგან. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 100 წლის წინ პოლონელი ნატურალისტის, ლუდვიგ მლოკოსევიჩის მიერ, არაერთი ხე დაირგო. მათ შორის ისეთი / უნიკალური ჯიშის მცენარეები როგორიცაა: ლიბანური კედარი, გინგკო ბილობა და სხვა. გარდა ამისა, ქ.ლაგოდეხში გვხვდება ხემცანარეები რომელიც მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს ქალაქის რეკრეაციული /ესთეტიკური და გარემოსდაცვითი მიმართულებით. ადგილობრივი მოსახლეობა ნაკლებად ინტერესდება ურბანული ხეების მოვლა-პატრონობით. ურბანული ხეების ნაწილი კერძო ტერიტორიაზე არსებობს, რაც მეპატრონეს მისი ხელყოფის/მოჭრის საშუალებას აძლევს. პროექტის მიზანია მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება ურბანული ხეების დაცვის და მისი მნიშვნელობის გააზრების მიმართულებით. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპაში ერთ ერთი უძველესი დაცული ტერიტორია, რომლის მოსანახულებლად ლაგოდეხს ყოველწლიურად ასობით ტურისტი სტუმრობს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ლაგოდეხის, როგორც მწვანე ქალაქის სტატუსის შექმნას და ტურისტულად მიმზიდველ ადგილად გადაქცევას. პროექტის ფარგებში ლაგოდეხში არსებულ 30 ურბანულ ხეზე ახალგაზრდები შექმნიან მოკლე ვიდეოისტორიებს; აღნიშნული ხეების დატანა მოხდება GOOGLE MAP-ზე თავისი აღწერით, ისტორიით, მოხდება ხეების გაციფრულება. ურბანული ხეების თემატიკაზე ახალგაზრდები ჩაატარებენ საჯარო შეხვედრებს, მოსახლეობას მიაწვდიან ინფორმაციას ამ მცენარეთა მნიშვნელობის შესახებ. თავად ახალგაზრდები გაივლიან ტრენინგ-კურსს მცენარეების და გუგლის სერვისების შესახებ, რათა შეძლონ ურბანული ხეების გაციფრულება და მათზე ვიდეოისტორიების შექმნა. ახალგაზრდების მიერ წარმოებული კამპანია, ხელს შეუწყობს უნიკალური სახეობის ურბანული ხეების აქტუალიზაციას და მათ შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.

    მდებარეობა რუკაზე
    +−
    +−
    Leaflet | © OpenStreetMap contributors
    • Lagodekhi

      მიმართულება
    გრანტი
    პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    დონორი
    USAID
    ინფორმაცია
    • ავტორი
      Developer
    • ქალაქი
      ლაგოდეხი
    • პროექტის ბიუჯეტი
      450 $

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ბავშვი ცოლი არ არის

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    ,,გაბედნიერება თუ საკუთრი შვილისთვის გამოტანილი განაჩენი“

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    "უკეთესი მომავალი"

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID
    • ka Georgian▼
      en Englishka Georgiande Germanit Italianes Spanishuk Ukrainian

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...