მოზარდის მიერ, სწორად პროფესიის არჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მისი მომავალი კარიერისთვის, არამედ გადამწყვეტ როლს ასრულებს მისი, როგორც ადამიანის, საბოლოოდ ჩამოყალიბებაში.
ამიტომ გაჩნდა მთავარი კითხვა: როგორ უნდა შეარჩიოს ახალგაზრდამ მომავალი პროფესია? რა თქმა უნდა, ის უნდა ეხმიანებოდეს მის ინტერესს, თუმცა იმისათვის რომ მოსწავლემ იპოვოს სასურველი საქმე, მას სჭირდება ინფორმაცია და მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებს ადრეულ ასაკში ჰქონდეთ განვითარებული შრომითი უნარები, უფრო კარგად იცოდნენ თუ რა შესაძლებლობები არსებობს, მათ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით.
სწორი პროფორიენტაციის შერჩევაში მნიშვნელოვანი უნდა იყოს მასწავლებლის როლიც. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ადამიანის ინდივიდუალური შესაძლებლობები, რადგან უამისოდ აზრი არ აქვს პროფესიის შერჩევას. მოზარდისგან პროფესიონალი მაშინ დადგება, როცა მას სიამოვნებას მიანიჭებს არჩეული პროფესია
ამა თუ იმ პროფესიისადმი ინტერესის გამომუშავება ხდება არა ერთბაშად, არამედ დროთა განმავლობაში. მასზე ზეგავლენას ახდენს ინდივიდუალური პროფესიული კონსულტაციები. ამ შემთხვევაში მოსწავლეს უკვე საერთო წარმოდგენა ექნება რომელიმე ან რამდენიმე პროფესიაზე და მათ საჭიროებაზე შრომის ბაზარზე.
ეს დიდი და სახელმწიფოებრივი საქმე სისტემატურად და გეგმაზომიერად უნდა კეთდებოდეს სკოლაში. ეს პირველი კლასიდანვე უნდა დაიწყოს და არა ისე, როგორც ხშირად ხდება – სკოლის დამთავრებისას.
რაც უფრო ადრე ექნებათ მოსწავლეებს წარმოდგენა არჩეულ პროფესიაზე, მით უფრო სახალისო და შედეგიანი იქნება მათი სწავლა.
სკოლაში ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია სიახლეების ძიება და ფიქრი იმაზე, თუ როგორ გავხადოთ მოსწავლეებისათვის სკოლა კიდევ უფრო საინტერესო და მშობლიური, როგორ ვაქციოთ ადგილად, სადაც თითოეული მათგანი ბედნიერი იქნება და შეძლებს თვითრეალიზებას, ინტერესების, შესაძლებლობების გათვალისწინებით და მიიღებს საუკეთესო გადაწყვეტილებას საკუთარი ცხოვრების წარმართვის გზაზე. ამ კითხვებზე პასუხების ძიების პროცესში გაჩნდა ახალი იდეა, პროფესიული განათლება სკოლაში.
ჩვენი პროექტის მიზანია : ამაღლდეს სასკოლო საზოგადოების ,განსაკურებით საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების პროფორიენტაციული მგრძნობელობა ,კერძოდ გაიზარდოს ინფორმირებულობის ხარისხი პროფესიული სასწავლებლების მიერ შეთავაზებული პროგრამებისა შესახებ. შეიცვალოს მშობელთა სტერეოტიპული დამოკიდებულება პროფესიიის არჩევასთან დაკავშირებით .