პროექტის მიზანია მოსწავლეთა აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება, სასკოლო გარემოს ცვლილებაში მათ მიერ წამოყენებული ინიციატივების მხარდაჭერის და ხელშეწყობის გზით. სვენეთის საჯარო სკოლა დაბალბიუჯეტიანი, სარემონტო სკოლაა და ხშირად წყდებათ გული მოსწავლეებს არაფორმალური სივრცის არარსებობის გამო.არაფორმალური განათლების ხელშესაწყობად და მოსწავლეების აქტივიზმის წასახალისებლად კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სივრცის არსებობა, სადაც თავს იგრძნობენ კომფორტულად და ბედნიერად. ბედნიერება და პირადი ინტერესის არსებობა კი მთავარი პირობაა სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის.ასეთ სივრცედ გვესახება ციფრული ჰაბის დაარსება სკოლაში.სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან თანამონაწილეობა მოხდება მატერიალური სახით , რაც გულისხმობს სკოლის მხრიდან პროექტორისა და მონიტორის გადაცემას სივრცისთვის .( თანხაში გადაყვანილი-2000 ლარი)