პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია მოსწავლემ შეძლოს ინფორმაციის ვეებერთელა ნაკადში, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებით აწყდება, მოახდინოს სწორი ორიენტირება, შეძლოს დეზინფორმაციისა და ყალბი ინფორმაციის ამოცნობა, გაიაზროს ის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ხელისშემშლელი პირობა.
მოსწავლემ იფიქროს, იმსჯელოს და იაზროვნოს კრიტიკულად ნებისმიერი ინფორმაციის მიღების დროს, რათა არ გაეხვეს მოსალოდნელ მახეში, ან თავად არ გახდეს არასწორი ინფორმაციის გამავრცელებელი.
მოსწავლემ განიხილოს და გააანალიზოს ინფორმაციის მანიპულირების შემთხვევები, მოახდინოს მათი იდენტიფიცირება.