პროექტის მიზანია უსინათლო მოსწავლეებისთვის სასკოლო და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება.
სკოლაში ფუნქციონირებს პანსიონი, რომელშის ჩვენი სკოლის რეგიონელ მოსწავლეებთან ერთად დროებით ცხოვრობს რამდენიმე უსინათლო მოსწავლე. ვინაიდან ამ დრომდე ჩვენს სკოლაშიც და პანსიონშიც არ უსწავლიათ (უცხოვრიათ) უსინათლო მოსწავლეებს, გარემო არ არის მათთვის ადაპტირებული. ამ მხრივ ერთ-ერთი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ უსინათლო მოსწავლეები პანსიონის სასადილოთი დამოუკიდებლად სარგებლობას ვერ ახერხებენ.
ამ პრობლემის მოგვარების მიზნით ჩვენი სკოლის პანსიონში მცხოვრებმა მოსწავლეებმა გამოიჩნეს ინიციატივა, დაეხმარონ მათთან ერთად მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს. პროექტი გულისხმობს "რობოტი მაგიდის" შექმნას, რომელიც განთავსდება სასადილოში. მაგიდა იქნება დაყოფილი სექტორებად. თითოეულ სექტორში განთავსდება სხვადასხვა სახის საჭირო ნივთი (კოვზი, ჩანგალი, თეფში, დანა და ა.შ.). მაგიდას ექნება ხმოვანი ბრძანების შესრულების ფუნქცია, რისი საშუალებითაც მოსწავლე შეძლებს მიუთითოს მაგიდას მისთვის საჭირო ნივთის მიწოდებისკენ, მაგიდა მობრუნდება საჭრო კუთხით და წინასწარ განსაზღვრულ ადგილას განათავსებს მოთხოვნილ ნივთს. მოწყობილობას ასევე ექნება სენსორის ფუნქცია, რაც შესაძლებელს გახდის მის მართვას შეხებით. რობოტი მაგიდის საშუალებით უსინათლო მოსწავლეები შეძლებენ სასადილოთი დამოუკიდებლად სარგებლობას, რითაც ჩვენი სკოლის გარემო გახდება შშმ პირებზე შედარებით მორგებული, რაც მათი ადაპტაციის პროცესს გაუმარტივებს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ რობოტი მაგიდის შექმნის პროცესში სკოლის პანსიონში მცხოვრებ კომაროველ მოსწავლეებთან ერთად უშუალოდ იქნებიან ჩართული პროექტის ბენეფიციარები (უსინათლო მოსწავლეები), რობოტი მაგიდის პარამეტრებისა და ფუნქციონირების რეჟიმის მათზე მორგების მიზნით.
წარმოდგენილი პროექტის განხორციელება უსინათლო მოსწავლეების გარემო პირობების გაუმჯობესებასთან ერთად ხელს შეუწყობს კომაროვის სკოლის მოსწავლეებში სწავლა-სწავლების პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული რეალიზაციის უნარების განვითარებას.