სკოლის შენობაში მყოფი ადამიანების (განსაკუთრებით მოსწავლეების) უსაფრთხოება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომლის უზრუნველსაყოფად სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს უნდა ჰქონდეს სათანადო ცოდნა და მზაობა. პროექტის მიზანია, მოსწავლეთა და მასწავლებელთა გარკვეული ჯგუფის ცნობიერების დონის ამაღლება საგანგებო სიტუაციების მართვისა და პირველადი დახმარების შესახებ და მათთვის პრაქტიკული უნარების გამომუშავება საგანგებო სიტუაციებში სათანადო რეაგირების მიმართულებით.