პროექტის მიზანია: მოსწავლეების ინფორმირება ონლაინ სივრცეში უსაფრთხოდ ორიენტირების შესახებ, კიბერბულინგის შედეგებით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილება.
მიზნის მისაღწევად ჩავატარებთ კვლევას რეგიონის მასშტაბით, კვლევის საფუძველზე განვსაზღვრავთ კიბერბულინგის რომელი ფორმის მსხვერპლნი გამხდარან მოსწავლეები. სასკოლო საზოგადოების ინფორმირების მიზნით შეხვედრას ჩაატარებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სხვა საგნის მასწავლებლებთან ერთად, შევხვდებით ჯეოლაბის წარმომადგენელს პირისპირ ან ონლაინ, მოვიწვევთ ფსიქოლოგს, გამოვიყენებთ საზაფხულო ონლაინ სკოლაში მიღებულ ცოდნას ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ შევქმნით ანიმაციებს კიბებბულინგის თემასთან დაკავშირებით, ვიზიტით ვეწვევით ჯეოლაბს, მივიღებთ მათგან კონსულტაციებს, ჩვენს მიერ შექმნილ ანიმაციებს წარვუდგენთ მეზობელი სკოლების მოსწავლეებს, სადაც გვექნება პრეზენტაციები, ანიმაციებს გავავრცელებთ სოციალურ ქსელში ახალგაზრდების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით,