პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა გაიაზრონ და გააცნობიერონ ქალთა მიმართ ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემატიკა; გააცნობიერონ სასკოლო საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა; დაფიქრდნენ პრობლემური საკითხების გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე.
პროექტის სამიზნე აუდიტორიაა საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლეები, რომლებიც პროექტში მონაწილეობის მიღებისა და აღნიშნული პრობლემების გააზრების შემდეგ გახდებიან მისაბაძი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ თელავის მუნიციპალიტეტში და ყოველდღიურად აწყდებიან ანალოგიურ პრობლემებს.
ვფიქრობთ, აღნიშნული პროექტი გავა სამიზნე აუდიტორიაზე და იქნება ერთგვარი მესჯიბოქსი მათთვის, ვინც სკეპტიკურად უყურებს და თვალს ხუჭავს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებისა და სხვა სახის ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებზე.
ასევე, ჩვენი ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა წაახალისებს სხვა მუნიციპალიტეტების თანატოლებსაც, რათა გაიაზრონ და გააცნობიერონ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა.