საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებმა და ადრეული ქორწინების გამოვლენილმა ფაქტებმა კიდევ ერთხელ ცხადყო,რომ საქართველოში განსაკუთრებით კი აზერბაიჯანულ თემში ისევ ხდება მოსწავლეთა ადრეული ქორწინების შემთხვევები,თუმცა ამ ყველაფერს სამწუხაროდ ადგილობრივ დონეზე ჰყავს მხარდამჭერები,ესენი ძირითადად არიან მოსწავლეთა ნათესავები და სასკოლო საზოგადოება, ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დუმილიც დანაშაულია. სწორედ ამ მიზნით გვსურს ვაწარმოოთ პროექტი სახელწოდებით ,,მე და შენ ტრადიცია არ გვყოფს-ორივე ბავშვები ვართ! , მოცემული პროექტის ფარგლებში ჩვენ მოსწავლეებში ავამაღლებთ ცნობიერებას თუ რა პრობლემებს ქმნის მოზარდებში ნაადრევი ქორწინება,ასევე გავავრცელებთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა კანონებით ისჯებიან ადრეული ქორწინების ხელშემწყობი პირები. პროექტში ჩართული იქნებიან სამედიცინო სფეროს წარმოამდგენელი,სამართალდამცავი,სხვადასხვა ორგანიზაციის წარმოამდგენლები,რომლებიც უფრო მკაფიოდ ისაუბრებენ არსებულ პრობლემაზე და მის შედეგებზე. ამ ყველაფერში დაგვეხმარება ისიც რომ დავარიგებთ საინფორმაციო ლიფლეტებს, როგორც აზერბაიჯანულ, ასევე ქართულ ენაზე.
ჩვენი პროექტით გვსურს სოლიდარობა გამოვუცხადოთ ყველა იმ მოზარდს ვინც ტრადიციების მსხვერპლია,ჩვენ მათ ჩვენ მხარში დგომას ვაგრძნობინებთ და იმედს ვიტოვებთ ეს გამოხატული მხარდაჭერა ბევრ ახალგაზრდაში გაზრდის მოტივაციასა და სტერეოტიპების რღვევის სურვილს.