"მოსწავლე გადმოხტა მე8 სართულიდან"; "მოსწავლე: "დაწყევლილ სახლს ვთამაშობ მემუქრებიან და ხელიც მაგიტომ მოვიტეხე" " მოსწავლე სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ გადაიყვანეს საოჯახო ტიპის სახლში" "მოსწავლე კომპიუტერზე დამოკიდებულია" " არ ვიცი როგორ ვნახო ჩემი შვილი კომპიუტერში რა საიტებით სარგებლოს" " არ ვიცი როგორ შევუზღუდო ჩემ შვილს კომპიუტერი და მობილური" "ჩამოართვით, დასაჯეთ, უფლებას გაძლევთ" სწორედ ზემოხსენებული გარემოებების გამო მიმაჩნია, რომ ბულინგის, კიბერბულინგის პრევენცია, სწორედ მშობელთა ცნობიერების ამაღლებით უნდა დავიწყოთ. პროექტის ფარგლებში დაიგეგმება მუნიციპალიტეტის მასშტაბით მშობელთათვის 10 გაკვეთილი ხაშურის ახალგაზრდულ სივრცეში,
პროექტის მიზანია: მშობელთა ცნობიერების ამაღლება კიბერ სივრცეში მოზარდთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ანალიზი და პრევენციული ნაბიჯების დაგეგმვა. სკოლაში არსებული მშობელთა სათათბიროს გაძლიერება.