პროექტის ითვალისწინებს მოსწავლეთა გააქტიურებას და ჩართულობას დაბის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასევე პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეს საჭირო უნარ ჩვევები რომელიც მათ დაეხმარება ტურისტებთან კომუნიკაციაში.ასევე პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ და დაამუშავებენ ინფორმაციას დაბის პოტენციალის შესახებ.
პროექტის მიზანია თემში ტურიზმის განვითარება. მოსწავლეთა ჩართულობით პროექტის ფარგლებში მოხდეს ახალდაბის როგორც საკუორტო ზონის პოპულარიზაცია და ტურისტთა შემოდინება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას . 21 -ე საუკუნეში მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოებისთვის - მდგრადი განვითარების მიზანი, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას.