S-TV არის ინოვაციური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი სკოლის კრეატიულობის, ციფრული წიგნიერების და საზოგადოების ჩართულობის კერად გარდაქმნას. უახლესი მულტიმედიური სტუდიის დაარსების გზით, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ სხვადასხვა შემოქმედებითი გზები, მათ შორის ვიდეო წარმოება, მონტაჟი, რედაქტირება და ციფრული მედია. ეს სტუდია არა მხოლოდ იქნება მხატვრული გამოხატვის სივრცე, არამედ იქნება პლატფორმა სკოლის თვითმმართველობის გასაძლიერებლად.
მოსწავლეები, თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელობით, მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეოებს, განცხადებებს და ციფრულ პროდუქტებს.
პროექტი დიდ აქცენტს აკეთებს ციფრული წიგნიერების ხელშეწყობაზე, რაც უზრუნველყოფს, რომ ყველა დაინტერესებულმა მოსწავლემ შეიძინოს აუცილებელი უნარები ციფრულ სფეროში.
გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს სკოლასა და ადგილობრივ თემს შორის ურთიერთობას. ბიზნესებთან, ორგანიზაციებთან და პოტენციურ სპონსორებთან თანამშრომლობით სკოლა დაამყარებს მნიშვნელოვან პარტნიორობას. ეს პარტნიორობა არა მხოლოდ უზრუნველყოფს მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერას, არამედ ხელს შეუწყობს აქტიურ ჩართულობას თემსა და სკოლას შორის, შექმნის ისეთ ურთიერთობას, სადაც სარგებლობენ როგორც სკოლა, ასევე მისი პარტნიორები.
პროექტის მიზანია სკოლაში შეიქმნას ინფორმაციული ციფრული პლატფორმა,აქტიური
მულტიმედიური სტუდია რომელიც ხელს შეუწყობს შემოქმედებითობას, გააძლიერებს კომუნიკაციის
უნარებს და მოსწავლეებს შეუქმნის პირობას საკუთარი იდეების ეფექტურად გამოსახატავად.
ამ ინიციატივის მეშვეობით ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ შემდეგ მიზნებს:
სკოლის თვითმმართველობის გაძლიერება - სტუდიის შექმნა, სადაც მოსწავლეთა
თვითმმართველობის ორგანოს შეუძლია შექმნას საინფორმაციო ვიდეოები, განცხადებები და შესაძლებლობა მისცეს მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისთვის სასკოლო აქტივობებში.
ციფრული წიგნიერების და მედია უნარების ხელშეწყობა - მოსწავლეებს შორის ციფრული
წიგნიერების ხელშეწყობა, ვიდეო რედაქტირების, სცენარის და ციფრული მედიის
წარმოებაში, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს ღონისძიებების დროს დამსწრეთა შორის ინფორმაციის თანაბარ და ეფექტურ მიწოდებას.
სკოლის საზოგადოებასთან ჩართულობის ხელშეწყობა - თანამშრომლობა ადგილობრივ ბიზნესებთან და ორგანიზაციებთან, ასევე სკოლის სტუდიის პოტენციურ სპონსორებთან, რაც გულისხმობს მათი პროდუქციის რეკლამირებას და მათთან აქტიურ თანამშრომლობას.
მოსწავლეთა იდეების სისრულეში მოყვანა - ვიდეოებისა და სარეკლამო რგოლების შექმნის ხელშეწყობა, რომელიც ხაზს უსვამს მოსწავლეთა ნიჭს და ინიციატივებს, რაც მათ
საშუალებას მისცემს გაუზიარონ თავიანთი იდეები სკოლის საზოგადოებას.
მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა - მულტიმედიური სტუდია
უზრუნველყოფს, რომ მოსწავლეები გაეცნონ სხვადასხვა შემოქმედებით სფეროებს
ტექნიკური მიმართულებით, როგორებიცაა: ვიდეოს პროფესიონალური გადაღება,
რედაქტირება, დამონტაჟება, რეკლამის შექმნა. ამის საშუალებით მოსწავლეები აღმოაჩენენ თავიანთ ინტერესებს, რაც ჩამოაყალიბებს მათ გადაწყვეტილებას სამომავლოდ, პროფესიული კარიერის შექმნაში.
სკოლის კაპიტალის შექმნა - ბიზნესებთან და კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით
სკოლას ექნება საშუალება რეკლამების სანაცვლოდ მიიღოს გარკვეული მატერიალური და ფიზიკური მხარდაჭერა, რომელიც გამოყენებული იქნება სტუდიის განვითარებისთვის.