პროექტის მიზანია მოსწავლეებსაა და მასწავლებლებში,მშობლებსა და თემის წარმომადგენლებში,მედიაწიგნიერიების და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროექტი დაფუძნებულია იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციისა და ცრუ ამბების ფენომენს, რაც არც თუ იშვიათია, დეზინფორმაცია განზრახ გავრცელებული არასწორი ფაქტებია, რომლის მიზანია, ზიანი მიაყენოს საზოგადოებას. დეზინფორმაციის გამავრცელებლები საზოგადოებისთვის მგრძნობიარე თემებით მანიპულირებენ.პროექტი დაეხმარა მოსწავლეებს,მასწავლებლებს,მშობლებს და თემს მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, გაარჩევენ ტყუილ და მართალ ინფორმაციას. ისწავლიან კითხვის სწორად დასმას,სწორი ინფორმაციის საფუძველზე მოსაზრებების შეცვლას, სხვადასხვა მედიის საშუალებით ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას. დაეუფლებებიან ტექნოლოგიების უსაფრთხო და ეფექტურ გამოყენებას. განიმტკიცებენ თანამშრომლობითი და ჯგუფური მუშაობისა და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევას, რაც აუცილებლად გამოადგებათ სასწალო პროცესსა და ცხოვრებაში. დეზინფორმაციასთან ბრძოლა კრიტიკული აზროვნების წახალისებით, ფაქტების გადამოწმებით და ზუსტი და სწორი ინფორმაციის ამოცნობის ხელშეწყობით არის შესაძლებელი.