მეწარმეობა არის საქმიანობა, როდესაც ხდება ცოდნისა და უნარების გამოყენებით პროდუქციის შექმნა. ჩნდება შესაძლებლობა შემოქმედებითი უნარების განვითარების, სიტუაციის შეფასებისა და გამოსავლის ორიგინალური გზების ძიებისთვის. მოსწავლეებს უვითარდებათ კრეატიული აზროვნება და რისკების გამკლავების უნარები. ასევე, უმაღლდება საკუთარი თვითშეფასება; მეწარმეობა ახალგაზრდებს სთავაზობს თვითდასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობა და იდეების მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ საკუთარი უნარების შეფასება, ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება და მომავალი საქმიანობის სწორად დაგეგმვა. თანამედროვე ახალგაზრდების მოთხოვნადი პროფესიული უნარებით აღჭურვა ხელს შეუწყობს მათ მომავალ წარმატებას.