ჩვენ, მოსწავლეებმა დავინახეთ, რომ ისევე როგორც ჩვენში, ჩვენს თანატოლებში, აგრეთვე, ზოგადად საზოგადოების დიდ ნაწილში შეინიშნება ცნობიერების დაბალი დონე და შესაბამისად პროფესიული ერთფეროვნება, რაც იწვევს უარყოფით შედეგებს ქვეყნის ეკონომიკისთვის. მოსწავლეების უმეტესობას უჭირს აირჩიოს თავისი მომავალი საქმიანობა, რადგან არ არის საკმარისად ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით. რეალურად არსებობს უამრავი პროფესია ყველა ინტერესის სფეროში, თუმცა მათგან გავრცელებული და ცნობადი მხოლოდ რამდენიმეა. ამის გამო მოსწავლეები ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომელზეც ხშირად სმენიათ და ფართოდ არის გავრცელებული. შესაბამისად, მომავალში მათი დასაქმებაც რთულდება. ისეთი პროფესიები კი, რომლებიც არანაკლებ საჭირო და მნიშვნელოვანია რჩება უყურადღებოდ და დაუფასებლად.
პროექტის მიზანია საშუალო საფეხურის მოსწავლეებში ცნობიერებისა და ინფორმირებულობის ზრდა სხვადასხვა "იშვიათი" პროფესიის შესახებ.