პროექტის (,,ახალგაზრდა პარამედიკოსები ჯანმრთელობის სადარაჯოზე" ) მიზანია პროექტის ახალგაზრდა ბენეფიციარებს შევძინოთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა პირველადი სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციებში ეფექტიანი და სასარგებლო ქცევის შიმართულებით. რაც მოიაზრებს გარკვეული წესების და მოქმედებების დასწავლას მათთვის, რაც დაეხმარება საჭიროების დროს, ასეთ სიტუაციებში თავი გაართვან დაბრკოლებებსა და პრობლემებს, დაიცვან საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა და ამავდროულად იყვნენ საზოგადოებისთვის სასარგებლო. თანამედროვე მოქალაქეს ყოველდღიურად სჭირდება გაუმკლავდეს მსგავს სიტუაციებში წარმოქმნილ პრობლემებს, იქნება ეს ადამიანის ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება, ავტოავარიები, სამაშველო სიტუაციები, ხანძარი თუ სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ადამიანს აქვს შესაბამისი სამსახურების და ადამიანების დახმარების იმედი, ხშირ შემთხვევაში დრო მეტად გადამწყვეტია ასეთ სიტუაციებში და მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ცოდნა და მოქმედება საკუთარი, თუ სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. მნიშვნელოვანი ფაქტორია, ის რომ ახალგაზრდებმა(სკოლის მოსწავლეებმა) თავიდანვე უნდა მიიღონ შესაბამისი ცოდნა და აღიჭურვონ იმ უ ნარებით რომელიც საჭოროა ასეთ დროს, რათა სწორად გაიაზრონ საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა საზოგადოების სხვა წევრების დახმარების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია მიღებული ცოდნისა და უნარების სხვებისთვის გაზიარება.