პროექტის მიზანია სასკოლო საზოგადოებასა და თემში გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თაობაზე ცნობიერების ამაღლება.
დღეს მთელ მსოფლოში დგას გარემოს დაბინძურების პრობემა. ეს განსაკუთრებით თავს იჩენს განვითარებად ქვეყნებში, სოფლებში, სადაც ინფორმირებულობის ნაკლებობაა. ჩვენი სოფელი მდებარეობს ფარავნის ტბის სანაპიროზე, ბევრი ტურისტი სტუმრობს სოფელს ტბის სასნახავად. აქ კი ხვდებათ დაბინძურებული გარემო. აღნიშნული არა მხოლოდნ განწყობას უფუჭებს მოგზაურობის მოყვარულთ, არამედ მავნე გავლენას ახდენს ადგილობრივ მკვდრთა და ცოცხალ ორგანიზმთა ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, გარემოს დაბინძურების პრობლემის ნაწილობრივ მოგვარება მაინც სოფელი ფოკის თემისთვის აქტუალურია.