არევიკ არევიან (მოსწავლე) პროექტის ხელმძღვანელი / ინტერვიუერი
ლიდა ჰარუთიუნიან ( მოსწავლე) პრეზენტატორი/ინტერვიუერი
მერუჟან ხოცანიან (მოსწავლე) პრეზენტატორი/პლაკატების შემქმნელი " ნუ წამართავ ბავშვობას" კონკურსის მონაწილე
სვეტლანა პარონიან ( მოსწავლე) ინფორმაცის შემგროვებელი , პლაკატების . შემქმნელი , ბუკლეტების შემქმნელი
ფატიმა ხოცანიან (მშობელი )
ჰაიკანუშ ანტონიან (მოსწავლე) მხატვარი, საინფორმაციო ბუკლეტების შემქმნელი /
"ნუ წამართავ ბავშვობას" კონკურსის მონაწილე
სუსანნა პარონიან (მშობელი)
ასია ანტონიანი (მასწავლებელი)
პროექტის მიზანი: თავდაპირველად მოსწავლეები გაიგონ, რომ გათხოვების/დაოჯახების გარდა სხვა პერსპექტივაც არსებობს. გოგონების უმეტესობა თანახმაა გათხოვდეს ადრე, რადგან სხვა ალტერნატივას ვერ ხედავენ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს გავაცნობიერებინოთ თვითრეალიზების შესაძლებლობები. ვაჩვენოთ, რომ მათ შეუძლიათ ოჯახის შექმნამდე გახდნენ დამოუკიდებლები, რეალიზებულები, მატერიაურად უზრუნველყოფილები. მივაწოდოთ ინფორმაცია: უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების, ადგილობრივ დონეზე არსებული პერსპექტივების შესახებ. ჩვენი პროექტის ერთერთი მიზანი გახლავთ ის,რომ ჩვენ დამსწრე საზოგადოებასა და ზოგადად ჩვენს მსმენელებს ჩამოყალიბდეს ის აზრი ,რომ ყველა ადამიანს უფლება აქვს იყოს წარმატებული და თვითონ შექმნას საკუთარი წარმატების პრესპექტივას და წინსვლას მიდრეკილამდე.. ჩვენი მიზანია ასევე, პასუხი გავცეთ შემდეგ კითხვებს:
1. რატომ არის ადრეულ ასაკში ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევა? 2. რატომ უშლის იგი ხელს ახალგაზრდის საზოგადოებაში თვითდამკვიდრებას? 3. შემიძლია თუ არა გავხდე წარმატებული და რა გზები არსებობს ამ მიწნის მისაღწევად?
1 მოსწავლეების პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება - მინი-ლექციით, პრეზენტაციის თანხლებით.ჯგუფების დაკომპლექტება და სამუშაოს განაწილება - ჯგუფები თანაბრად და შეთანხმებულად გაინაწილებენ დავალებას . სკოლაში არსებული კომპიუტერებისა და ინტერნეტის გამოყენებით მოიძიონ ინფორმაცია და მოამზადონ პრეზენტაციები, რომლებიც ძირითადად წარმოდგენილი იქნება power point-ის ფორმატში. პირველი ჯგუფი: ნაადრევი ქორწინება მისი გამომწვევი მიზეზები და შედეგები. მეორე ჯგუფი: კანონი არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ; მესამე ჯგუფი: არასრულწლოვნებში ორსულობისა და მშობიარობის მძიმე შედეგები;
2 ინტერვიუების ჩატარება თემში , მოსწავლეები მასწავლებლისა და მშობლების დახმარებით ჩატარებენ ინტერვიუებს, წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით. 3. შეხვედრები, განხილვები, გამოფენა/კონკურსი, სხვადასხვა საინფორმაციო რესურსის დამზადება. 4. ლაკატებსა და პოსტერებზე მუშაობა. გამოფენა/კონკურსის დაგეგმვა. საინფორმაციო ფლეერებისა და ბულკეტების დამზადება . 5. პრეზენტაციების გამართვა სკოლის სააქტო დარბაზში . ნახატების/ ფოტოების გამოფენა/კონკურსი-საუკეთესო ნამუშევრის ავტორის გამოვლენა. საინფორმაციო ფლეერებისა და ბუკლეტების დარიგება მსმენელებისათვის (მშობლები, პედაგოგები, მოწვეული სტუმრები).
სკოლის სააქტო დარბაზში შეიკრიბებიან სკოლის პედაგოგები, პროექტის მონაწილეები და მოწვეული სტუმრები. გამოკრული პოსტერებისა და pp-ში მომზადებული პრეზენტაციების გამოყენებით ჯგუფები წარადგენენ თავიანთ მომზადებულ ნამუშევრებს და დასკვნებს, თუ რამდენად საფრთხის შემცველია ნაადრევი ქორწინება და რა ნეგატიურ შედეგებს იძლევა იგი.
პრეზენტაციის შემდეგ სტუმრები დაათვალიერებენ სკოლის ფოიეში, ან დერეფანში აღნიშნულ თემატიკაზე შექმნილ ფოტო, ან ნახატების გამოფენას. სპეციალური ჟიური გამოავლენს საუკეთესო ნამუშევარს და ავტორს დააჯილდოებენ სიმბოლური საჩუქრით.
ყველა მოწვეულ სტუმარს დაურიგებენ პროექტის მონაწილეთა მიერ შექმნილ საინფორმაციო ბუკლეტებს ,,ჩვენ გვჭირდება განათლების მიღება! არა, ნაადრევ ქორწინებას!“
პრეზენტაციის მოწყობა რომელზეც მოწვეული იქნებიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები.პრეზენტაციაზე მოსწავლეები განიხილავენ ნაადრევი ქორწინებით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს და აღწერენ მოზარდის მიყენებულ შესაძლო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეგავლენას. მოსწავლეები მოამზადებენ საინფორმაციო ფლეერებსა და ბუკლეტებს, რომლებსაც დაარიგებენ მოწვეულ სტუმრებთან და თემში, მოაწყობენ ფოტო და ნახატების გამოფენა/ კონკურსს.
პროექტის განხორცილებამ ხელს შეუწყობს ადამიანთა ცნობიერების ამაღლებას იმ უმნიშვნელოვანეს საკითხის შესახებ, რომელიც არის ნაადრევი ქორწინწბა. ზემო აღნიშნული აქტივობების ხორციელებით ჩვენ ვიმედოვნებთ გარკვეული ცვლილებებს ადამიანთა უფლებების შესახებ.
როგორც აღვნიშნეთ პროექტის აღწერაში, 21-ე საუკუნეში ადგილი აქვს ადრეულ ქორწინების ხშირ ფაქტებს. რაც დღევანდელი რეალობისა და ადამიანების უფლებების თვალსაზრისით მიუღებელია. ყველა ადამიანს აქვს განათლების მიღების უფლება, თვითგანვითარებაზე და კარიერაზე ზრუნვის შესაძლებლობა, თუმცა ამ ყველაფერს ხელს შეუშლის ადრეულმა ქორწინებამ. გარდა ამისა სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანთა ჯანმრთელობას, გოგოების შემთხვევაში. ამ ასაკში ურსულობა და მშობიარობა დიდ ზიანს აღენებს ადამიანის ჯანმრთელობას, არა ყოველთვისა,რომ ეს პროცესი მიმდინარეობდეს და სრულდებოდეს წარმატებით ,რაც სამწუხარო ფაქტია.
ინტერვიუები საზოგადოებასთან (თემი)- მოსწავლეები საინფორმაციო პრეზენტაციები(სკოლა) -მოსწავლე,მასწავლებელი ბავშვთა უფლებების განხილვა, კანონმდებლობის ჩარევით.( სკოლა) მოსწავლე / მასწავლებელი,მშობელი ,დამსწრე საზოგადოება
ინფორმაციული ბუკლეტების დალაგეება (თემი) - მოსწავლე, მასწავლებელი
ნახატების გამოფენა *სკოლა) მოსწავლე
ფილმის ჩვენება ,,ნაადრევი ქორწინება“ (სკოლა) მოსწავლე , მშობელი https://www.youtube.com/watch?v=EduwOoha2tY
გრანტის ფარგლებში დავგეგნეთ სავარაუდო ბიუჯეტი.ბიუჯეტის თანახმად დავგეგმეთ შემდეგი ინვენტარის შესყიდვა. 1. პრინტერი (ფერადი) და კარტრიჯი- მოსამზადებელი სამუშაოებისთვის საჭირო იფორმაციის ამობეჯდვა, პლაკატებისთვის ნახატების ამობეჯდვა და ბუკლეტების ამობეჯდვა. 2. მაგნიტური დაფა ,წებოვანი ფურცელი ( პატარა) - პრეზენტაციებისა და შეხვედრების დროს განხილვების შესრულება, ქეისების განხილვა, ფერადი მარკერებით. 3 დაბეჯდილი პლაკატი პრეზენტაციის წარდგენის დროს ილუსტრაციული და თვალსაჩინო მასალა . 4.A2 ფორმატის ქაღალდი , A4 ფორმატის ფერადი ფურცელი , A4 ფორმატის ფურცელი (თეთრი), დასახატი ფანქარი ფერადი,გუაში / ფუნჯები - მოცემუ;ი ინვენტარის მეშვეობით შევასრულებთ დაგეგმილ აქტივობებს, მათ შორის პლაკატებს, საინფორმაციო ბანერებს, საინფორმაციო ბუკლეტებს და კონკურსისთვის ნახატებს.ამ საშუალებებით შევქმნით ეფექტურ პროდუქტებს. 5. სერტიფიკატისთვის განკუთვნილი ქაღალდი პროექტის მონაწილეთა მოტივაციისთვის ამაღლებისა და გახალისებისთვის დაჯილდოება.ასევე ხატვის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება.
თემი
მშობლები
მოსწავლეები,მასწავლებლები ,მშობლები თემში მცხოვრეები
მოსწავლე 80
პედაგოგი 23
მშობელი 160
თანასოფლელი 370
ერთ-ერთ რისკ ფაქტორს წარმოადგენდეს გავრცელებული სეზონური ვირუსები, ამიტომ ვცდილობთ დავიცვათ ჯანმრთელობისთვის ყველა პირობასა და რჩევას.
ვინაიდან პროექტის თემა არის ამ დროისთვის ყვლაზე პრობლემური და მნიშვნელოვანი. ვფიქრობ საჭიროებიდან გამომმდინარე საინფორმაციო შეხვედრებს და პრეზენტაციებს ექნებათ პერიოდული ხასიათი, რათა დროთა განმავლობაში განვიხილოთ მომენტალური პრობლემები და მოვძებნოთ მათი გადაჭრის გზები.ასევე განვიხილავთ სიტუაციურ ქეისებს რაც მოგვცემს უფრო მეტ ცოდნასა და გამოცდილებას. ზემო აღნიშნულის განხორციელებაში დაგვეხმარება პროექტის ბიუჯეტის დაფინანსებით შესყიდული ინვენტარი .
ადრეული ქორწინებების პრობლემის გადაჭრა კვლავ გამოწვევად რჩება 21-ე საუკუნეშიც კი .ნაადრევი ქორწინება ხშირად მიზეზი გახდება ოჯახური ძალადობისთვის. .ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომმდინარე, აუცილებელია ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები, მათი მშობლები და ზოგადად დამსწრე საზოგადოება , განსაკუთრებით გოგონები, რათა არ გახდნენ დისკრიმინაციისა, თუ ძალადობის მსხვერპლნი. ამ ინფორმაციას კი, ისინი მიიღებენ აღნიშნული პროექტის ფარგლებში და თავადაც .მოუწოდებენ თანატოლებს, დამსწრე საზოგადოებას , რომ ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა დაუშვებელია!
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
Marine Sudadze
დეკემბერი 5, 2024 | 8:26 pmაპლიკანტი სკოლა არის არაპარტნიორი სკოლა. მაგრამ მუდამ ცდილობდნენ სხვადასხა ფორმით ყოფილიყვნენ ჩართულები საერთო აქტივობებში. პროექტი არის აქტუალური და მიზანშეწონილად მიმაჩნია მისი დაფინანსება. რადგან საპროექტო გუნდი გამოირჩევა მაღალი მოტივაციით