მოხალისე პედაგოგი-ეკატერინე ჭინჭარაული, მოსწავლე-მარიამ ნოზაძე,
შემცირდეს დაზარალებული და მოტყუებული ადამიანების რიცხვი. მშობლები და მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას კიბერბულინგის და სიძულვილის ენის, სოციალურ ქსელში არსებული თამაშებისა და გამოწვევების შესახებ.
დროულად მიღებული ზომებით და ინფორმირებულობით შემცირდება დაზარალებული მოზარდების რაოდენობა.
XXI საუკუნეში ტექნოლოგიების განვითარებამ და განსაკუთრებით სოციალური მედიის პოპულარიზაციამ ინტერნეტში მომხმარებლის როლმა ინფორმაციის აღქმა და მისი მიმოცვლის ტემპი შეცვალა. დღეს სოციალური მედიის მომხმარებელი ყველა ქმნის და ავრცელებს ინფორმაციას,თუმცა სხვადასხვა ძალა ამით ბოროტად სარგებლობს. რის გამოც ხშირად არასრულწლოვნები ზარალდებიან და ხდებიან კიბერბულინგის მსხვერპლნი ასევე ერთმანეთის (გარკვეული შეხედულებით) მოძულენი. ხშირად მოკლეტექსტური შეტყობინება , ონლაინ ჩათი , სოციალური მედია და ყველაზე მტკივნეული ონლაინ თამაშების გავლენა ამახინჯებს მათ აზროვნებას. მოზარდები, რომ დავიცვათ სტრესისგან, დეპრესიისგან აუცილებელია მათი ინფორმირებულობა რათა იყვნენ დაცულნი.
სამიზნე ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციებს, რომლებიც მიმართული იქნება სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეებისათვის და მშობლებისთვის. გაიმართება დისკუსიები თემებზე: “საკუთარი სისუსტე თუ მიმბაძველობა” და “რა როლი აქვს მშობელს კიბერბულინგთან ბრძოლაში”. შექმნიან ბუკლეტებს “არა ონლაინ თამაშებს” და პლაკატებს. სამიზნე ჯგუფი მოამზადებს მშობლებისთვის ფილმს თემაზე “რა არის კიბერბულინგი “ და გაიმართება დისკუსია. სიძულვილის ენასთან დაკავშირებით მოსწავლეებში ტოლერანტობის თამზე ფილმების ჩვენება. მოეწყობა შეხვედრები, სემინარები არასამთავრებო ორგანიზაციასთან, ასევე შეიქმნება ვიდეორგოლი.
პროექტის ფარგლებში აქტივობების განსახორციელებლად გვესაჭიროება ფერადი ლაზერ პრინტერი, რადგან მშობლებთან შეხვედრების, სემინარების და სხვადასხვა აქტივობების დროს სამახსოვრო ბარათების შექმნისას ფერადი ფოტოების გამოყენება უფრო ეფექტურია. საჭირო რესურსია კლუბისთვის.
ვაპირებთ თანამშრომლობას, არასამთავრებო ორგანიზაციასთან “საფარისთან”, გვსურს ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად სემინარების ჩატარება.
მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, ეთნიკური უმცირესობა, საერთო რაოდენობა-453
მოსწავლე-300
მშობელი-100
ეროვნული უმცირესობები- 50
პედაგოგები-3
შესაძლებელია მოსწავლის ჯანმრთელობა გახდეს ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ ჩანიშნულ აქტივობას დავნიშნავთ სხვა დღეს, ასევე მოვიქცევით ელექტრო ენერგიის გათიშვის შემთხვევაში.
ჩვენი პროექტის “ კიბერბულინგისა და სიძულვილის ენის პრევენცია” განხორციელებით მოზარდებს გამოუმუშავდებათ კრიტიკული აზროვნების , გადაწყვეტილების მიღების და ემოციების მართვის უნარი. ჩამოუყალიბდებათ ადამიანების ღირსების პატივისცემა მშვიდობიანი ურთიერთობებისთვის . მოსწავლეებს აუმაღლდებათ ცოდნა კიბერბულინგის რისკ ფაქტორების შესახებ. გაიაზრებენ , თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის გადამოწმება და არა ბრმა ნდობა. მოსწავლეები გაუზიარებენ მიღებულ ცოდნას თანატოლებს, რაც ხელს შეუწყობს კიბერბულინგისგან დაზარალებული მოზარდების რაოდენობის შემცირებას
დღეისათვის ძალიან გახშირებულია არასრულწლოვნებში დამოკიდებულება სოციალურ თამაშებზე , რომელმაც შეიძლება ისინი კიბერ ბულინგის მსხვერპლი ან დაზარალებულიც გახადოს .ასევე შეიძლება მათ სოციალურ ქსელებზე წვდომამ არასწორი შეხედულება ჩამოუყალიბოს რომელიმე ეთნოსის მიმართ ეს არის ის მიზეზები რის გამოც ვთვლით რომ აუცილებელია დროული ღონისძიების გატარება სკოლებში რათა შემცირდეს მსხვერპლი ან დაზარალებული ბავშვების რაოდენობა და არასწორი აზროვნება ეთნოსის მიმართ.
კომენტარის დამატება