Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    ტექნოლოგიური პროგრესი და აქტიური ციფრული მოქალაქის როლი

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      ნიკოლოზ მიქელაძე
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      ნიკოლოზ მიქელაძე - მოსწავლე
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2011-04-28
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      შერიფ ხიმშიაშვილის N49
    • მობილური ტელეფონი
      598450003
    • ელექტრონული ფოსტა
      n.mikeladze2804@gmail.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      4 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      მოსწავლეები: ნიკა მიქელაძე, ილია ჩავლეიშვილი, ნინო კვირკველია, ანასტასია ბასილაია, ნინაკა ჯორბენაძე, სანდრო ჯინჭარაძე, ნია თედიაშვილი, სალომე სამნიძე, ილია გიგინეიშვილი, ანა ჭეიშვილი, ანა კვაჭაძე, ილია ირემაძე, ნატა პაქსაძე, სანდრო ბარაბაძე, ნინი მიქელაძე, ნინო კანდელაკი, ელენე გაბაიძე, ლაშა გორგილაძე, სანდრო რიჟვაძე, ანასტასია ხუციშვილი.

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      0
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      არა
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      რეგიონული კოორდინატორი
    • პროექტის მოკლე აღწერა

      ჩვენი პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ ციფრული მოქალაქეობის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და განვავითაროთ ციფრული ეთიკა და უნარ-ჩვევები მოსწვალეებსა და  თემში. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს ციფრული საზოგადოების პოზიტიური ცვლილებების მხარდაჭერას, რაც მოიცავს უფლებებისა და ვალდებულებების გააზრებას და პასუხისმგებლობის გაზიარებას.

    • მოსალოდნელი შედეგები

      პროექტის გრძელვადიან შედეგად მივიჩნევთ:

      პროექტის ფარგლებში მომზადებული ციფრული პლატფორმების აქტიურად მართვას და მომხმარებლისთვის საინტერესო თემების გაზიარებას ციფრული მოქალაქეობის პრაქტიკული მაგალითების სახით.

      პროექტის ფარგლებში გადამზადებული მოსწავლეების მიერ პერმანენტული აქტივობები ციფრული მოქალაქეობის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

      მოკლევადიან შედეგად მივიჩნევთ:

      ტრენინგების, დისკუსიების შედეგად მონაწილეთა ცნობიერების გაზრდა ციფრულ მექალაქეობის თემებზე.

      პროექტის აქტივობებში ჩართული მონაწილეთა გაზრდილი უნარები ციფრული აქტივობების მართვაში.

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      21 - საუკუნეში ,  ადამაინისთვის დიდ გამოწვევად იქცა  ინოვაციურ ტექნოლოგიებთან წვდომა , რაც კოსმოსური სისწარფით იზრდება და ვითარდება.  ასეთ განვითარებასთან ერთად, მზარდი გახდა ციფრული მოქალქეობის მნიშვნელობა. ვინაიდან, ადამიანებს ციფრულ სამყაროშიც ისევე ენიჭებათ პასუხისმგებლობები, უფლებები და ვალდებულებები., როგორც რეალურ ცხოვრებაში.

      ადამიანი თუ მოქმედია, იგი ბუნებითაც შემოქმედია.  მაგრამ ციფრული განათლების სიმცირემ, მას შეიძლება შემოქმედებითობის უნარი წაართვას. მაგალითად ტექნოლოგიის გადამეტებულმა და არამიზნობრივმა გამოყენებამ სოციალური იზოლაციის და პიროვნული განვითარბის პრობლემები შეუქმნას; ონლაინ სივრცეში გახდეს ბულინგის ან ძალადობის მსხვერპლი. ან ვერ შეძლოს პირადი მონაცემების დაცვა და კონფიდენციალობა.  დაკარგოს კრიტიკული აზროვნების უნარი,

      ამრიგად, ციფრული მოქალაქეობის თვითშეგნება ყველა მოქალაქისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.  განათლებულ   ციფრულ მოქალაქეს, ციფრულ სამყაროში შეუძლია იყოს პოზიტიურად აქტიური. მას შეუძლია კრიტიკულად იაზროვნოს და თავად განსაზღვროს მისი არჩევანი. ამრიგად, ციფრულ სამყაროში ჩამოთვლილი პრობლემების პრევენციის მიზნით საჭიროდ ვთვლით განხორციელდეს საინფორმაციაო, თემატური, პრაქტიკული აქტივობები, რაც  ხელს შეუწყობს მოქალაქეების ციფრული განათლების დონის ამაღლებას და ციფრული უნარებით აღჭურვას. ყოველივე ეს კი მათ პოზიტიურ ციფრულ აქტიურობას უზრუნველყოფს.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

      მიზნის მისაღწევად დაგეგმილი გავქვს:

      1.       კვლევის ჩატარება თემში - კვლევის შედეგად განისაზღვრება რა სახის ინფორმაციას ფლობენ ციფრული მოქალქეობის შესახებ და რა პრაქტიკული გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით. მომზადდება ონლაინ კითხვარი და შედეგებს განიხილავს პროექტზე მომუშავე გუნდი.

      2.       ტრენინგი ციფრულ მოქალაქეობასა და  უსაფრთხოებაზე  - ტრენიგი ჩაგვიტარდება პარტნიორი ორგანიზაციის ოფისში, მოწვეული იქნება სპეციალისტი ტრენინგზე განხილული იქნება საკითხები: როგორ დავიცვათ პირადი მონაცემები და ფიქსირებული ურთიერთოებები ონლაინ სივრცეში. როგორ ამოვიცნოთ მცდარი ინფორმაცია ონლაინ.  ციფრული ეთიკის შესახებ. როგორ განვივითაროთ  კრიტიკული აზროვნების უნარი.

      3.       სოციალური მედიის პუბლიკაციების, აქტივობების წარმოება:  შეიქნება და განთავსდება ონლაინ სივრცეში თემატური ვიდეო რგოლები, ჩელენჯები, ონლაინ ქვიზები. facebook/Discord, Instagram.

      4.       ვორქშოფი /დისკუსია  ახალი თაობა VS ძველი თაობა - მომზადდება სადისკუსიო კითხვები და შეჯამდება ორივე თაობის შეფასებები ძველი და თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევბის შესახებ .

      5.       საინფორმაციო შტურმი თემში - აქტივობა განხორციელდება  თემში. შევთავაზებთ  ბლიც კითხვებს ციფრული მოქალქეობის შესახებ. გადავცემთ პროექტის ფარგლებში მომზადებულ საინფორმაციო ბუკლეტს და ბრენდირებულ საჩუქრებს.

      6.       საინფორმაციო კამპანია თემში   - პროექტის ფარგლებში მომზადდება ფლაერები ციფრული პლატფორმების და ინსტრუმენტების შესახებ (ელ. პეტიცია, ონლაინ გამოკითხვები, ელ. არჩევნები და სხვა) რომლითაც შესაძლებელია მოქალაქეებმა თანაბარი მონაწილეობა დააფიქსირონ სამოქალაქო საკითხებზე.

      7.       საინფორმაციო ვიზიტი   - ორგანიზაცია CASE , რომელიც უმკლავდება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებულ გამოწვევებს და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას როგორც ციფრულ, ისე ფიზიკურ სივრცეში, ასევე ის კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრას და ციფრულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

      8.      პროექტის შემაჯამებელი აქტივობა -  კომფერენცია. პრეზენტაციას გააკეთებენ პროექტის წევრები და ბენეფიციალები, რომლებიც ისაუბრებენ პროექტის მიზნებზე, განხორციელებულ აქტივობებზე, შედეგებსა და მდგრადობაზე.

       

    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      საინფორმაციო ფლაერები; ბრენდირებული მაისურები; კალმები, ბლოკნოტები; საკანცელარიო ნივთიები, საინფორმაციო პოსტერები. მიკროფონები ინტერვიუს ჩასატარებლად.

    • პროექტის პარტნიორები

      ბათუმის ამერიკული კუთხე - ამერიკული კუთხის წარმომადგენლები (რომლებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქვს) დაგვეხმარება ადამიანური რესურსით. კერძოდ,  მოწევეული სპციალისტები ჩაატარებენ  სამუშაო შეხვედრას პროექტის ფარგლებში.

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      მოსწავლეები

      მასწავლებლები

      მშობლები

      თემის წევრები

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      მოსწავლეები  - 400

      მასწავლებლები - 60

      მშობლები - 30

      თემის წევრები - 100

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      უფროსი თაობის სკეპტიკური განწყობა თემის მიმართ  - ტექნოლოგიების შესახებ უმეტესობას არასწორი ინფორმაციის გამო, ვერ წარმოუდგენია მისი დადებითი მხარეები. ამაში დავარწმუნებთ ჩვენს მიერ შეთავაზებული ატივობებით.

       

      მოსწავლეების ნაკლები დაინტერესება შეთავაზებული თემით, ზოგისთვის კარგად ნაცნობი თემა აღმოჩნდეს - დავარწმუნებთ შეთავაზებული აქტვობებით, რომ ყველაფერი არ იციან ციფრულ სამყაროზე.

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      პროექტის მოხალისე წევრები გააგრძელებნ პროექტის ფარგლებში შექმნილ ციფრულ პუბლიკაციების მართვას და მისი ფუნქციონირების გაგრძელებას. მუდმივად მოხდება სიახლეების განთავსება.  სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და თვითმმართველობის გუნდის ჩართულობით გაგრძელდება თემატური განხილვები სასკოლო კლუბების ფარგლებში.

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/biujeti-24.xlsx
    • რეგიონი
      აჭარა
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის
    ჩვენი პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ ციფრული მოქალაქეობის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და განვავითაროთ ციფრული ეთიკა და უნარ-ჩვევები სკოლაში და თემში. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს ციფრული საზოგადოების პოზიტიური ცვლილებების მხარდაჭერას, რაც მოიცავს უფლებებისა და ვალდებულებების გააზრებას და პასუხისმგებლობის გაზიარებას.
    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    • მარიამ ტარიელაძე
      დეკემბერი 4, 2024 | 4:13 pm

      პროექტის მიზანი პასუხობს საკონკურსო ტემას, პროექტის ფარგელბში მოსწვალეების გაწერილი აქვთ მიზნიდან გამომდინარე მრავალფეროვანი, ინოვაციური აქტივობები. პროექტი მოიცავს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს და მათი ცართულობისთვის აქვთ შესაბამისი აქტივობები გათვალსიწინებული. უნდა აღინიშNოს, რომ ეს პროექტი მხოლოდ მოსწვალეების ჩართულობით დაიწერა, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი მდგრადი იქნება რადგან პროექტის ფარგლებშ იქმნება ისეთი ციფრული რესურსების შექმნას რაც ხელს შეუწყობს მომავალშიც აღნიშნული ტემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ციფრული უნარების დანერგვის ხელშეწყობას როგორც სასწავლო ასევე სათემო ცხოვრებაში. მოსწვალეები არიან აქტიურები, მოტივირებულები

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ციფრული განვითარების დანერგვის ხელშეწყობა

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...