სალომე ლომიძე-მოსწვლე,პროექტის წარმართვა
ელენე ხარაზიშვილი-მოსწავლე,პროექტის წარმართვა
“ახალგაზრდები გლობალური დათბობის წინააღმდეგ”
გგლობალური დათბობის შესახებ ცნობიერების ამაღლება,ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერება,ეკოლოგიურად მეგობრული ქმედებების განხორციელება და დაცვა,ახალი პროექტების და ინიციატივების შექმნა,გლობალური ქსელის შექმნა,სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდების თანამშრომლობა კლიმატური პრობლემების ერთობლივად გადაჭრისთვის,ახალგაზრდების თვითშეფასების ამაღლება,დახმარება სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღებაში,გრძელვადიანი შედეგების მიღწევა-ეს პროექტი მოიტანს გრძელვადიან და პოზიტიურ ცვლილებებს გარემოსთვის.
პროექტს განახორციელებენ:სალომე ლომიძე და ელენე ხარაზიშვილი
პროექტი განხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტში
1.მოსწავლეებში ამაღლდება ცნობიერება,შეაფასებენ გლობალური დათბობის მიზეზებსა და შედეგებს
2.ახალგაზრდები დაიწყებენ ეკოლოგიურად წინდახედულ და მდგრადი ნაბიჯების გადადგამს,რესურსების დაზოგვა,ნარჩენების გადამუშავება და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივების გამოყენება.
3.განუვიტარდებათ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
4.ჩართულობა და აქტიური მოქალაქეობა
5.ეკოლოგიური პროექტების განხორციელება,როგორიცაა ნარჩენების შეგროვება და გადამუშავება
6.ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება
7.ბუნების რესურსების პატივისცემა და მდგრადი გამოყენება.
ეს პროექტი ეხება დედამიწის ზედაპირის, ატმოსფეროსა და ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის თანდათანობითი ზრდის პროცესს.
გლობალური დათბობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა,რომელსაც დღეს მსოფლიო აწყდება.კლიმატის ცვლილება იწვევს:
*ტემპერატურის ზრდას რაც გავლენას ახდენს ეკოსისტემებზე
*ამინდის ექსტრემალური პირობების გაძლიერებას(შტორმები,გვალვები)
*ზღვის დონოის აწევას და ბიომრავალფეროვნების დაკარგვას
მიუხედავად იმისა რომ,ახალგაზრდებს აქვთ დიდი პოტენციალი,შეიტანონ ცვლილება,ხშირად არ აქვთ საკმარისი ცოდნა და უნარები,რომ აქტიურად იბრძოლოდ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა,რომ არსებობდა გლობალური დათბობის ისტორიამდელი პერიოდები XX საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული დაკვირვებადი ცვლილებები უპრეცედენტოა სისწრაფესა და ზომაში.
ადამიანი დიდ გავლენას ახდენს სითბური აირის გამოყოფაზე,ამასთან დარტყმის 90%-ზე მეტი მოდის ნახშირორჟანგსა და მეთანზე.წიაღისეული საწვავის წვა ამ აირების ძირითადი წყაროა,მნიშვნელოვა როლს ასრულებენ აგრეთვე აგროკულტურული ემისიები და გატყეურება.
ხშირია ინფორმაციის ნაკლებობა თუ როგორ მოქმედებს ადამიანების ყოველდღიური ქცევა გლობალურ პრობლემებზე.
ეკოლოგიურ აქტივობებში მათი ჩართულობა დაბალია,რაც შესაძლებელია განათლებისა და მოტივაციის ნაკლებობით იყოს გამოწვეული.
არ ხდება ეკოლოგიური ჩვევების ჩამოყალიბება ბავშვების ცხოვრების ადრეულ ეტაპზე.
ამ პროეტის განხორციელების საჭიროების დასაბუთებაა,რომ გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს ყველას ჩართულობას,განსაკუთრებით ახალგაზრდების,რომლებიც მომავალში მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
ეს პროექტი დაეხმარება ახალგაზრდებს,იყვნენ უფრო ინფორმირებულები და პასუხისმგებლიანები გარემოს მიმართ.
განათლებულ და მოტივირებულ ახალგაზრდობას შეუძლია გახდეს პოზიტიური ცვლილებების ინიციატორი,როგორც ადგილობრივ,ისე გლობალურ დონეზე.
პროექტის მიმდინარეობის პროცესში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:
1.ლექცია-სემინარი, სადაც ჩვენ შევძლებთ გავუზიაროთ დამსწრე საზოგადოებას,ახალგაზრდებს ინფორმაცია კლიმატის ცვლილების მიზეზებზე, შედეგებზე და გამოსავალი გზებზე.
2.საინფორმაციო კამპანია: ინფორმაცია გლობალური დათბობის შესახებ, კლიმატის ცვლილების გავლენებზე და როგორ ვიმოქმედოთ ამ პრობლემის შესამცირებლად, გავრცელდება სოციალური ქსელში ვიდეო რგოლის საშუალებით
3.რეციკლირების და ნარჩენების მართვის აქტივობა: საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების გაცემაში ან გადამუშავების პროცესში, რათა შემცირდეს პლასტმასის, მინისა და სხვა არამუდმივი მასალების გამოყოფა.
4. მოეწყობა გამოფენა, სადაც მოსწავლეები მოამზადებენ ხელოვნების ნამუშევრებს, ნახატებს კლიმატის ცვლილებებისა და ეკოლოგიის პრობლემებზე.
5. დოკუმენტური ფილმის ჩვენება: ეკოლოგიური თემატიკის ფილმებისა და დოკუმენტური ფილმების ჩვენება, რომლებიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს უფრო ახლოს გაეცნონ გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებების გავლენებს.
6.სახალისო თამაშები,როგორიცაა Kahoot,ბლიც კითხვები და გამარჯვებულთათვის საჩუქრები(თამაშები ჩატარდება დამსწრე საზოგადოებისთვის)
1.ფოტოაპარატი-რათა დავაფიქსიროთ აქტივობა.
2.სერთიფიკატი-გადაეცემათ პროექტში მონაწილე ახლაგაზრდებს
3.ჰუდი-გადაეცემათ თამაშში გამარჯვებულ ახალგაზრდებს
USAID- თან მხარდაჭერა იქნება გამოხატული ფულადი დახმარებით
პროექტში შეუძლიათ ჩართვა 12წ-დან 20წ-მდე ახალგაზრდებს.
პროექტი გათვლილია 20 მოსწავლეზე
სულ 20მოსწავლე
მოსწავლეების დაბალი მოტივაცია და ინტერესი,მცირე დროის ფაქტორი.
ჩვენ გავხდით პროექტს საინტერესოს და ყველასთვის ხელმისაწვდომს თუნდაც დროის მხრივ.
მოსწავლეებს ექნება საკმარისი ცოდნა და უნარები,რათა გააგრძელონ გარემოსდაცვით საკითხებზე ყურადღების მიქცევა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ინფორმაციას გავავრცელებთ სამეგობრო წრეში.
გლობალური დათბობის შესახებ ცნობიერების ამაღლება,ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერება,ეკოლოგიურად მეგობრული ქმედებების განხორციელება და დაცვა,გრძელვადიანი შედეგების მიღწევა.პროექტში მონაწილეობით ახალგაზრდები შიძენენ ცოდნას თუ რა ფაქტორებზეა დამოკიდებული კლიმატის ცვლილება და რას ნიშნავს გლობალური დათბობა.გაიგებენ გლობალური დათბობის მიზეზებს და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას.გაიაზრებენ,რა გავლენა აქვს ადამიანის საქმიანობას კლიმატის ცვლილებაზე,აუმაღლდებათ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა.
კომენტარის დამატება