1. პროექტის ხელმძღვანელი : ანა კინწურაშვილი
სტატუსი: მასწავლებელი
მოვალეობები:
პროექტის საერთო მართვა და ორგანიზება.
სამუშაო გეგმის შედგენა და დროის მონიტორინგი.
პოტენციურ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრის დაგეგმვა.
2. პროექტის მონაწილე: ალექსანდრა ბააზოვი,მარიამ ნოზაძე, ნუცა რამიშვილი
სტატუსი: მოსწავლეები
მოვალეობები:
აქტივობების დაგეგმვა/განხორციელებაში ჩართულობა.
სასკოლო საზოგადოების ინფორმირება;
აქტივობების შესაბამისად სტუმრების (ტრენერების, სპიკერების..) მოწვევა;
სოციალური ქსელის საშუალებით დოკუმენტური ფილმების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
პოტენციური მხარდამჭერების და პარტნიორეის მოძიება;
გასვლითი სამუშაო ვიზიტების დაგეგმვა;
პროექტის მიმდინარეობის პროცესში საჭიროების მიხედვით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
პროექტის მიზანი:
ჩვენი მიზანია მოსწავლეებში კინესთეთიკური და ტექნოლოგიური უნარების განვითარება, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, შემოქმედებითი და შემეცნებით უნარების გაღრმავება, მედიაწიგნიერების გაზრდა, დოკუმენტური ფილმის პოპულარიზაცია და მისი საშუალებით საზოგადოების ინფორმირება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით - ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვნით თემის თუ რეგიონის განვითარების საქმეში მაგრამ ფართო საზოგადოება არ იცნობს მათ და ისტორიები იმ ადამიანების შესახებ რომლებმაც სტერეოტიპები გენდერული ფროფესიების შესახებ დაამსხვრიეს.
მოსალოდნელი შედეგები:
პირველ ეტაპზე, მოკლემეტრაჟიანი 3-4 ფილმის გადაღება ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და მათი საშვალებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.
ჩვენი აზრით, არაფორმალური განათლება ხელს უწყობს ფორმალური განათლების განვითარებას, გამოცდილებიდან გამომდინარე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკლუბო საქმიანობაში ჩართული მოსწავლეების მოტივაცია მუდმივად იზრდება და მათი აქტიურობა გადამდები ხდება, ხოლო, პროექტები და ინიციატივები სასკოლო საზოგადოებას აერთიანებს და პოზიტიურ გავლენას ახდენს ასობით ადამიანზე.
ჩვენს რეალობაში არაფორმალური განათლება ნაკლებად გამოიყენება როგორც ფორმალური განათლების ინსტრუმენტი;
სასკოლო კლუბებს თუ სკოლებს შორის თანამშრომლობითი კულტურის დაბალი დონე;
მულტიმედიური სასწავლო რესურსების სიმწირე;
მოსწავლეები ტექნოლოგიების საგანმანათლებლო მიზნით მოხმარების პასიურ როლში იმყოფებიან,მაშინ როდესაც მათ უნდა ვაძლევდეთ შესაძლებლობებს გახდნენ ტექნოლოგიების შემქმნელები;
საზოგადოება არ იცნობს რიგით ადამიანებს, რომლებმაც გამოიჩინეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და წვლილი შეიტანეს საკუთარი თემის განვითარებაში;
საზოგადოებაში პროფესიების მიმართ გავრცელებულია გენდერული სტერეოტიპები;
სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრისათვის დავგეგმეთ აღნიშნული პროექტი, რომლის განხორციელებაში ვდებთ ინტელექტუალურ რესუსრს, ვიყენებთ კლუბების ინფრასტრუქტურას, ვთანამშრომლობთ ორგანიზაციებთან და თქვენი მხრიდან გვესაჭიროება ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც გამოვიყენებთ ტექნიკის შესყიდვისთვის.
რა
სამუშაო შეხვედრები
ტრენინგი
მასტერკლასი
ვორკშოფი
ფილმის გადაღება
ფილმის მონტაჟი
სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელება
კინოჩვენების მოწყობა
დისკუსიების მოწყობა
სხვა სკოლებში ვიზიტი
სამომავლო საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით ჩართული მხარეებისგან უკუკავშირის მიღება
ვინ:
გუნდის წევრები
კლუბების წევრები
მოწვეული სტუმრები
პროექტის ხელმძღვანელი.
სად:
თბილისი
სკოლები
პარტნიორ უნივერსიტეტებში მოვიაზრებთ საქართველოს უნივერსიტეტს და კავკასიის უნივერსიტეტს
სინედოქ თბილისი
როდის:
პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე.
დასრულების დრო: თებერვალი/მაისი
საბოლოო შედეგი:
დოკუმენტური ფილმის, როგორც სასწავლო რესურსის შექმნა/პოპულარიზაცია, გენდერული სტერეოტიპების დარღვევა და სამოქალაქო პაუხისმგებლბის გაზრდა.
მოთხოვნილი თანხა: 450 დოლარი
თანხის განაწილება:
კამერა - 350 დოლარი (დოკუმენტური ფილმის გადაღებისთვის საჭირო ტექნიკა).
მიკროფონი/გარე ხმის ჩამწერი - 50 დოლარი (ხარისხიანი აუდიოს უზრუნველსაყოფად);
განათება- 50 დოლარი.
საერთო ჯამში: პროექტის ძირითადი საჭიროებების დასაფინანსებლად მოთხოვნილია 450 დოლარი.
თანამონაწილეობის თანხა
თანამონაწილეობის სახით გათვალისწინებული თანხის განაწილება:
გუნდის წევრების და ხელმძღვანელების მიერ ჩადებული ინტელექტუალური რესურსი;
უფასო ტრენინგები და მასტერ კლასები ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისგან;
ტრენინგების მსვლელობისას კვებით უზრუნველყოფა;
გადაადგილების ხარჯები;
სოციალურ ქსელში სხვადასხვა არხით საქმიანობის პოპულარიზაცია;
სკოლაში არსებული ტექნიკს გამოყენება;
CineDOC სკოლა;
პოტენციური პარტნიორები: კავკასიის უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაეცანით თანდართულ დოკუმენტს.
კლუბის წევრებს არ აქვთ გამოცდილება დოკუმენტური ფილმის გადაღების მიმართულებით,თუმცა მაღალი მოტივაცია,პროექტების განხორციელების გამოცდილება და ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მასტერკლასების არსებობა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს პროექტი დატქმულ ვადებში განხორციელდება.
პროექტის მიმდინარეობისას გამოწვევების საპასუხოდ დავგეგმავთ ქმედით ნაბიჯებს: მეტი ვორკშოფის ჩატარება,საჭიროებიდან გამომდინარე ტრენერის მოწვევა და სხვა...
დამადასტურებლად დოკუმენტების სახით გიგზავნით კინოკლუბისა და სამოქალაქო კლუბის წესდებებს, ინფორმაციას კინოკლუბის საქმიანობისა და მიღწეული წარმატების შესახებ.
ტექნიკა, რომელსაც თქვენი ფინანსური მხარდაჭერით შევიძენთ მრავალჯერადი გამოყენაბისაა, ეს საშუალებას მოგვცემს მომავალში დოკუმენტური ფილმების გადასაღება გავაგრძელოთ ან სხვა პროექტებში გამოვიყენოთ.
უხილავი გმირები“ - კინოკლუბის : “CineDOC-პოპკორნი” და სამოქალაქო განათლების კლუბის “თაობები მდგრადი განვითარებისათვის” ერთობლივ ინიციატივა. მიზანი: მოსწავლეებში კინესთეთიკური, ტექნოლოგიური უნარების განვითარება, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, დოკუმენტური ფილმის პოპულარიზაცია და მისი საშუალებით საზოგადოების ინფორმირება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით - ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვნით თემის განვითარების საქმეში, და ასევე მათ შესახებ, ვინც სტერეოტიპები გენდერული პროფესიების შესახებ დაამსხვრიეს.
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
Tea Amurvelashvili
დეკემბერი 7, 2024 | 12:29 pmპროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი ვერ იქნება, პროექტი სრულყოფილი არ არის