"გული გულს მივცეთ,ხელი ხელს"


საძაგლიშვილი ნათია ელგუჯა, გორის №8 საჯარო სკოლა
გორი
2012-03-06
2012-06-06
პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველ მოსწავლეებში აკადემიური მოსწრების და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. სკოლაში 69 ასეთი ბავშვია. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ ბავშვებს უჭირთ უცხო ენის და ინფორმაციული ტექნოლოგიების შესწავლა. პროექტის ფარგლებში ჩატარდება ინტერაქტიული სამუშაოები და თამაშები, ტრენინგები პირადი ჰიგიენის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. სწავლების პროცესში ჩაერთვებიან ინგლისურის და უცხო ენის სპეციალისტები, რომლებიც პროექტის განმავლობაში უფასოდ ამეცადინებენ ამ მოსწავლეებს (თავად უცხოელი მოხალისე). ექიმების მიერ მოხდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. მათი საზოგადოებასთან ინტეგრაციის მიზნით და მონაწილეობით ჩატარდება სასკოლო ღონისძიება.
3 თვე
450 დოლარი
210