პროექტის მიზანია ახალგაზრდების მედიასთან თანამშრომლობის გაძლიერება. პროექტის ფარგლებში კლუბის წევრები ჩაატარებენ გამოკითხვას საზოგადოების მედია საშუალებების მიმართ დამოკიდებულების და მედიის მიერ ძალადობის ფაქტების გაშუქების შესახებ. მომზადდება საინფორმაციო ბუკლეტი, რომელშიც აისახება საზოგადების შეხედულებები ადგილობრივი მედია საშუალებების შესახებ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ითანამშრომლებენ ადგილობრივი მედია საშუალებებთან, მოეწყობა შეხვედრები პრეს კაფეში, დარიგდება ბუკლეტები და მოხდება ადგილობრივი მედიაში არსებული პრობლემების განხილვა.