მე ვარ აქტიური მოქალაქე! შენ?


რუსუდან ბურჯანაძე , სსიპ - ჭიათურის №2 საჯარო სკოლა
ჭიათურა
2012-03-09
2012-06-09
სკოლის თვითმმართველობის განვითარების მიზნით პროექტი ითვალისწინებს სადიკუსიო-საკონფერენციო ოთახის შექმნას. მოხდება შემოქმედ ბავშვთა პოპულარიზაცია, მუშაობა წარიმართება სემინარების, დისკუსიების ორგანიზებისა და სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარების კუთხით. მოხდება პროგრამის პრეზენტაცია, მოეწყობა ოთახი, სადაც გაიმართება დისკუსიები, სემინარები და სამუშაო შეხვედრები ლიდერობაზე. გამოცხადდება კონკურსი სკოლის ლოგოსა და დროშის შესახებ. ჩატარდება კვლევა რომელიც შეისწავლის ჭიათურის ახალგაზრდების პრობლემებს, გამომწვევ მიზეზებსა და საჭიროებებს. ადგილობრივ თვითმმართველობასთან გაიმართება დისკუსიები ამ საკითხებზე. ბოლოს მოხდება პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა და შეფასება.
3 თვე
742 დოლარი
265