პროექტის მიზანია სკოლის ინფრასტრუქტურის, კერძოდ კი დარბაზის რეაბილიტაცია და მოზარდებში სპორტული ცხოვრების განვითარება. პროექტის ფარგლებში ჩატარდება მოსწავლეთა გამოკითხვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება, ტრენინგი და სპორტული შეჯიბრებები. დაიბეჭდება, გავრცელდება ბუკლეტები და შეიქმნება ბლოგი, სადაც განთავსდება პროექტის შესახებ ინფორმაცია.