მოსწავლეებში წიგნის კითხვის კულტურის ამაღლება


ოსეფაშვილი ლამზირა ილიას ასული, სსიპ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლა
ბოლნისი
2016-10-22
2016-12-22
პროექტის მიზანია მოსწავლეებში წიგნის კითხვის კულტურის ამაღლება და ამ მიზნით სკოლის ბიბლიოთეკის განახლება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ვიზიტი ბოლნისის ბიბლიოთეკაში, ჩატარდება გამოფენა- კონკურსი, რომლის ფარგლებსიც შეიქმნება ნახატები და სლოგანები, მოსწავლეები წერილობით მიმართავენ გამგეობას, სოკარს დახმარების თხოვნით. დაიწყება ადვოკატირება წიგნების გამომცემლობასთან, ყოველთვიურად გამოვლინდება აქტიური მკითხველი და კლასი, რომელიც დაჯილდოვდება სიგელით. ბოლნისის საბავშვო ბიბლიოთეკაში გაიმართება შემაჯამებელი ღონისძიება.
2 თვე
450 დოლარი
500
500