პროექტის მიზანია საზოგადოებაში საგზაო უსაფრთხოების დამკვიდრების ხელშეწყობა. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ითანამშრომლებენ ავტოსკოლასთან, გაივლიან ტრენინგს და თავიანთ თანატოლებს გაუზიარებენ მიღებულ ინფორმაციას, ჩაატარებენ საინფორმაციო აქციას და ითანამშრომლებენ მერიის სატრანსპორტო სამსახურთან ზებრა გადასასვლელის მოწყობის მიზნით.