1.შევინარჩუნოთ ჯანსაღი გარემო.
2.ხელი შევუშალოთ გარემოს დაბინძურებას.
3.გავხადოთ საზოგადოება ინფორმირებული ეკოლოგიური პრობლემების შესახებ.
4.ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად გავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები,რითიც მოვუწოდებთ საზოგადოებას საკუთარი წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვაში
5.მოსწავლეებს განუვითარდეთ ეკოლოგიური ცნობიერების აშქმის უნარ ჩვევები,გაითავისონ საკუთარი როლი გარემოს დაცვის საკითხებში,აუმაღლდეთ სამოქალაქო ცნობიერება.
6.პროექტის ფარგლებში გუნდის ყველა წევრი ჩაატარებს გამოკითხვასთავის სკოლაში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემასთან დაკავშირებით და დაიგეგმება პრობლემის გადასაჭრელად ერთი კონკრეტული ღონისძიება რომელიც განხორციელდება პროექტის ფარგლებში და მონაწილეობას მიიღებენ პროექტში ცართული ყველა სკოლის მოსწავლეები. ყველა სკოლასი ჩატარდება ტრენინგი თემაზე "ეკოლოგიის როლი ცოცხალი ორგანიზმებისათვის და ეკოლოგიური პრობლემების განხილვა.რომელსაც ჩაატარებს ბიოლოგიის მასწავლებელი, თსეუ-დან მოწვეული სპეციალისტი,გარემოს დაცვის სამინისტროდან მოწვეული სპეციალისტი მოგვაწვდის სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოში არსებული ეკოლოგიური პრობლემების შესახებ,რათა უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ ამ პრობლემის მოგვარებაში.ტრენინგზე დავარიგებთბუკლეტებს სადაც მოცემული იქნება გეგმა პროექტის აქტივობების შესახებ. 5 მოსწავლისაგან შემდგარი ჯგუფი მასწავლებელთან ერთად გაემგზავრება ვაშლოვანის ან ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე რათა შეისწავლონ იქ არსებული ეკოლოგიური პრობლემები და დაასუფთავონ მიმდებარე ტერიტორიარომელიც არის დაბინძურებული. მოეწყობა აქცია "სუფთა სკოლა",რომლის ფარგლებშიც დასუფთავდება პროექტში ჩართული ყველა სკოლა.პროექტის ფარგლებში მოეწყობა აქცია მწვანე ყუთი, და სკოლებში მოგროვდება მაკულატურა,რომელსაც გადავცვლით წიგნებზე.წიგნებს კი გადავცემთ გლდანის კრიზისული ცენტრის ბავშვებს,რომელთან ერთადაც ვაპირებთ მერიის მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე დავრგოთ ხეები,რომელსაც მოვიძიებთ გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.პროექტის ფარგლებში მშობლების თანადგომით დავამზადებთე.წ. მწვანე ყუთებს,რომელიც განთავსდება ყველა საკლასო ოთახში. მოსწავლეები გადაახარისხებენ ნარჩენებს. ქაღალდის ნაწარმს ჩაყრიან "მწვანე ყუთში",რომელსაც საბოლოოდ მოაგროვებენ და გადაცვლიან წიგნებზე,წიგნებს კი გამოიყენებენ სხვადასხვა ღონისძიებებზეპრიზებად. პროექტის დასასრულს კი მოეწყობა მსვლელობა - აქცია,სადაც დავარიგებთ ბუკლეტებს,რომელშიც ასახული იქნება ყველა იმ აქტივობის შესახებ ინფორმაცია,რომელიც განვახორციელეთ პროექტის ფარგლებში,რათა მოგვბაძოს ხალხმა მსგავსი პროექტების განხორციელებაში.საბოლოოგ კი მოვაწყობთ პროექტის პრეზენტაციას იუსტიციის სამინისტროს სააქტო დარბაზში,სადაც მოწვეული იქნება ყველა ის პიროვნება ვინც დაგვეხმარა და მონაწილეობა მიირო პროექტის განხორციელებაში. აქტიურად ჩართულ პირებს გადაეცემათ სიგელები და სუვენირები.