Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    ადექვატური გარემო - სასკოლო სამოქალაქო კლუბს ,,Creative"

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    აღწერა

    ჩვენი პროექტი ორ პრობლემაზეა ორიენტირებული.
    პ ი რ ვ ე ლ ი მიზანია სასკოლო სამოქალაქო კლუბის გაძლიერება, რისთვისაც სკოლის დირექციის მიერ გამოყოფილი ოთახი გარემონტდება, აღიჭურვება ავეჯით.კლუბს ექნება საკუთარი ფართი აქტივობების წარმართვისათვის.
    პროექტს უხელმძღვანელებს პედაგოგი ნონა თინიკაშვილი.
    ამ პროცესში თავად კლუბის წევრების,პედაგოგების და მშობლების მონაწილეობა მათ შემატებს ახალ უნარ-ჩვევებს, გაზრდის მათ შემდგომ მოტივაციას და თავდაჯერებულობას.
    პროექტს აქვს მ ე ო რ ე მიმართულებაც, ეს არის თემში გენდერული ცნობიერების ამაღლება.ამ მიზნით თემის მოსახლეობაში სამოქალაქო კლუბის წევრები ჩაატარებენ მცირე კვლევას. კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთება ის თემები, რომელზეც საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
    კლუბის წევრები მოიძიებენ მასალებს გენდერის თემაზე, დაამუშავებენ კონფერენციისათვის, რომელსაც გარდა მოსწავლეებისა და პედაგოგებისა თემიდან მოწვეული სტუმრებიც დაესწრებიან.
    ვაჩვენებთ გენდერის თემაზე შექმნილ თემატურ ფილმს და მოვაწყობთ დებატებს.
    ახალ გარემოში მოვაწყობთ პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციას, სადაც ნაჩვენები იქნება ჩვენს მიერ მომზადებული პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეორგოლი. აქვე გავავრცელებთ სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ საინფორმაციო ფურცელს გენდერის თემაზე.
    პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ კლუბის წევრები, პედაგოგები, მშობლები.
    პროექტის მიმდინარეობის და შედეგების ასახვას მოვახდენთ საკლუბო ბლოგზე.გამოვუშვებთ კედლის გაზეთს.

    მდებარეობა რუკაზე
    +−
    +−
    Leaflet | © OpenStreetMap contributors
    • Mtskheta

      მიმართულება
    გრანტი
    პროგრამა „მომავლის თაობა“ იანვრის 2015 წლის საგრანტო კონკურსი
    დონორი
    USAID
    ინფორმაცია
    • ავტორი
      Nona Tinikashvili
    • ქალაქი
      მცხეთა
    • პროექტის ბიუჯეტი
      448.48 $

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ბავშვი ცოლი არ არის

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    ,,გაბედნიერება თუ საკუთრი შვილისთვის გამოტანილი განაჩენი“

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    "უკეთესი მომავალი"

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID
    • ka Georgian▼
      en Englishka Georgiande Germanit Italianes Spanishuk Ukrainian

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...