თამარ ხადური - სსიპ-გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი, სკოლის დირექტორი
სალომე ლომიძე - სსიპ-გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე (მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი)
ელენე ხარაზიშვილი - სსიპ-გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე (მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი)
“ახალგაზრდები გლობალური დათბობის წინააღმდეგ”
გლობალური დათბობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების იდეების პოპულარიზაცია, ეკოლოგიურად მეგობრული ქმედებების განხორციელება და დაცვა, ახალი პროექტების და ინიციატივების შექმნა, გლობალური ქსელის შექმნა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და ასევე სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდების თანამშრომლობა კლიმატური პრობლემების ერთობლივად გადაჭრისთვის, ახალგაზრდების თვითშეფასების ამაღლება, დახმარება სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღებაში, “მწვანე ტექნოლოგიების” პოპულარიზაცია, ახალგაზრდა გამომგონებლებისა და მეწარმეების წახალისება, გრძელვადიანი შედეგების მიღწევა.
პროექტში მონაწილეობით ახალგაზრდები შეიძენენ ცოდნას თუ რა ფაქტორებზეა დამოკიდებული კლიმატის ცვლილება და რას ნიშნავს გლობალური დათბობა. გაიგებენ გლობალური დათბობის მიზეზებს და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას დედამიწაზე. გაიაზრებენ, რა გავლენა აქვს ადამიანის
საქმიანობას კლიმატის ცვლილებაზე და აუმაღლდებათ სამოქალაქო ცნობიერება და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, როგორ შევარბილოთ კლიმატის
ცვლილების ზეგავლენა და შევამციროთ გლობალური დათბობის საფრთხეები.
1.მოსწავლეებში ამაღლდება ცნობიერება, შეაფასებენ
გლობალური დათბობის მიზეზებისა და შედეგებს.
2. განუვითარდებათ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება.
3. ახალგაზრდები დაიწყებენ ეკოლოგიურად წინდახედულ და მდგრადი ნაბიჯების გადადგამას, ენერგიისა და რესურსების ეფექტური გამოყენება, მცენარეების დარგვა და მათზე ზრუნვა, ნარჩენების დახარისხება და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივების გამოყენება.
4. ჩართულობა და აქტიური მოქალაქეობა
სხვადასხვა ქალაქისა და სხვა ქვეყნის ახალგაზრდა თაობასთან კომუნიკაციითა და თანამშრომლობით საზოგადოებრივ აქტივობებში მონაწილეობის მიღება. კლიმატთან დაკავშირებული ინიციატივების წამოწყება და მხარდაჭერა.
5. ეკოლოგიური პროექტების განხორციელება, შევიმუშავებთ ,,მწვანე დღის" ჩვევებს (მაგ., ენერგიის ეკონომია, პლასტიკის შემცირება).
ეს პროექტი ეხება დედამიწის ზედაპირის, ატმოსფეროსა და ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის თანდათანობით მატების პროცესს.
გლობალური დათბობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელსაც დღეს მსოფლიო აწყდება. კლიმატის ცვლილება იწვევს:
*ტემპერატურის ზრდას, რაც გავლენას ახდენს ეკოსისტემებზე.
*ამინდის ექსტრემალური პირობების გაძლიერებას (შტორმები, გვალვები).
*ზღვის დონის აწევას და ბიომრავალფეროვნების დაკარგვას.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებს აქვთ დიდი პოტენციალი, შეიტანონ ცვლილება, ხშირად არ აქვთ საკმარისი ცოდნა და უნარები, რომ აქტიურად იბრძოლონ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გლობალური დათბობის ისტორიამდელი პერიოდები XX საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული დაკვირვებადი ცვლილებები უპრეცენდენტოა სისწრაფესა და ზომაში.
ადამიანი დიდ გავლენას ახდენს სათბურის აირის გამოყოფაზე, ამასთან დარტყმის 90%-ზე მეტი მოდის ნახშირორჟანგსა და მეთანზე. წიაღისეული საწვავის წვა ამ აირების ძირითადი წყაროა, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აგრეთვე აგროკულტურული ემისიები და გაუტყეურება.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებს აქვთ დიდი პოტენციალი, შეიტანონ ცვლილება, ხშირად არ აქვთ საკმარისი ცოდნა და უნარები, რომ აქტიურად იბრძოლონ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.
*ხშირია ინფორმაციის ნაკლებობა, თუ როგორ მოქმედებს მათი ყოველდღიური ქცევა გლობალურ პრობლემებზე.
*ეკოლოგიურ აქტივობებში მათი ჩართულობა დაბალია, რაც შესაძლებელია განათლებისა და მოტივაციის ნაკლებობით იყოს გამოწვეული.
სკოლების გამოწვევა ამ პრობლემის წინაშე ის არის, რომ
არ არსებობს საკმარისი ინიციატივები და რესურსები, რომ

არ არსებობს საკმარისი ინიციატივები და რესურსები, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ კლიმატის პრობლემების გადაჭრაზე აქტიური როლი.
არ ხდება ეკოლოგიური ჩვევების ჩამოყალიბება ბავშვების ცხოვრების ადრეულ ეტაპზე.
ამ პროექტის განხორციელების საჭიროების დასაბუთებაა, რომ
გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს ყველას ჩართულობას, განსაკუთრებით ახალგაზრდების, რომლებიც მომავალში მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
ეს პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს, იყვნენ უფრო ინფორმირებულები და პასუხისმგებლიანები გარემოს მიმართ.
განათლებულ და მოტივირებულ ახალგაზრდობას შეუძლია გახდეს პოზიტიური ცვლილებების ინიციატორი, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე.
პროექტის მიმდინარეობის პროცესში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:
1.ლექცია -სემინარი, სადაც ჩვენ შევძლებთ გავუზიაროთ დამსწრე საზოგადოებას, ახალგაზრდებს ინფორმაცია კლიმატის ცვლილების მიზეზებზე და შედეგებზე.
თემები: გლობალური დათბობის მიზეზები და შედეგები;
ინდივიდუალური ჩართულობის მნიშვნელობა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში.
სპიკერები: თვითმმართველობის წევრები, ელენე ხარაზიშვილი და სალომე ლომიძე.
ბიოლოგიის მასწავლებელი - თამარ ხადური.
შეხვედრები ჩატარდება სკოლაში.
(2025 წლის მარტი)
2. ფილმების ჩვენება და დისკუსია
ფილმები კლიმატის ცვლილებაზე ( „The Inconvenient Truth“, და „Our Planet“).
დისკუსიის კითხვა: როგორია ფილმში ნაჩვენები პრობლემის გამოსავალი?
აქტივობაზე პასუხისმგებელი პირები: თვითმმართველობის წევრები, ელენე ხარაზიშვილი და სალომე ლომიძე.
ბიოლოგიის მასწავლებელი - თამარ ხადური.
ფილმის ჩვენება მოხდება სკოლაში.
(2025 წლის მარტი)
3.საინფორმაციო კამპანია: ინფორმაცია გლობალური დათბობის შესახებ, კლიმატის ცვლილების გავლენებზე და როგორ ვიმოქმედოთ ამ პრობლემის შესამცირებლად, გავრცელდება სოციალური ქსელში ვიდეო რგოლის საშუალებით.
აქტივობაზე პასუხისმგებელი პირები: თვითმმართველობის წევრები, ელენე ხარაზიშვილი და სალომე ლომიძე.
(2025 წლის აპრილი)
4. შემოქმედებითი აქტივობები:
4.1.პლაკატების და პოსტერების კონკურსი
თემები: „როგორ დავიცვათ ჩვენი პლანეტა“, „მწვანე მომავლის გზავნილები“.
გამარჯვებული ნამუშევრები გამოიფინება სკოლაში.
აქტივობაზე პასუხისმგებელი პირები: თვითმმართველობის წევრები, ელენე ხარაზიშვილი და სალომე ლომიძე.
ბიოლოგიის მასწავლებელი - თამარ ხადური.
(2025 წლის აპრილი)
4.2. სოციალური კამპანიის შექმნა
კამპანია შეიძლება გაავრცელოთ სოციალურ ქსელებში ჰეშტეგით, მაგალითად: #YouthForClimate.
აქტივობაზე პასუხისმგებელი პირები: თვითმმართველობის წევრები, ელენე ხარაზიშვილი და სალომე ლომიძე.
ბიოლოგიის მასწავლებელი - თამარ ხადური.
(2025 წლის აპრილი)
5. პრაქტიკული აქტივობები
5.1 ხეების დარგვის აქცია - „მწვანე კუთხის“ შექმნა
მოსწავლეები და მშობლები ერთობლივად ჩაერთვებიან აქტივობაში, შექმნიან ბაღს, ან პატარა ეკოლოგიურ სივრცეს სკოლის ტერიტორიაზე.
5.2 ეკო-მეგობრული ქცევების შემუშავება
„მწვანე დღე“ – როცა ყველა მოსწავლე მოდის სკოლაში გადამუშავებადი ჩანთებით.
„შუქის და ელექტრონული მოწყობილობების გათიშვის დღე“.
აქტივობაზე პასუხისმგებელი პირები: თვითმმართველობის წევრები, ელენე ხარაზიშვილი და სალომე ლომიძე.
ბიოლოგიის მასწავლებელი - თამარ ხადური.
(2025 წლის აპრილი-მაისი)
1.ლედ ეკრანი/ტელევიზორი (Neo QLED TV) - ფილმების ჩვენებისთვის
2. მოლბერტები (5 ცალი) გამოფენის მოსაწყობად.
ლიეტუვის ქალაქ რადვილიშკის ლიზდეიკოს გიმნაზია, რომელთანაც სკოლას აქვს მეგობრობის მემორანდუმი. აქტივობებს განვახორციელებთ ერთად, ონლაინ ჩართვით.
პროექტის ბენეფიციარები არიან ახალგაზრდები 14-20 წელი
პროექტით სარგებელს მიიღებენ პროექტში ჩართული ახალგაზრდები, სკოლა და თემი.
მოსწავლეები/ახალგაზრდები - 80-100 (ქართველი და ლიეტუველი) ;
მშობლები - 20;
მასწავლებლები - 10.
მოსწავლეების დაბალი მოტივაცია და ინტერესი, მცირე დროის ფაქტორი.
ჩვენ გავხდით პროექტს საინტერესოს და ყველასთვის ხელმისაწვდომს თუნდაც დროის მხრივ.
შედეგი:
მოსწავლეებს ექნებათ საკმარისი ცოდნა და უნარები, რათა გააგრძელონ გარემოსდაცვითი საკითხებზე ყურადღების მიქცევა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სკოლის და გარშემო თემის წევრები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან გარემოსდაცვით ინიციატივებში.
როგორ შევინარჩუნოთ:
სკოლის სასწავლო პროგრამაში ინტეგრირება:
ბიოლოგიის გაკვეთილებზე და არჩევით საგანში,,გარემო და მდგრადი განვითარება’’ ინტერგირება საკითხების რომლებიც ეხება გლობალური დათბობის თემას.
სკოლის „ეკო-კლუბი“ მომავალშიც გააგრძელებს გარემოსდაცვით ინიციატივებს.
სკოლაში რეგულარულად ჩატარდება „მწვანე გამოწვევები“ რათა ეკო-ჩვევები არ დაავიწყდეთ მოსწავლეებს და თემშიც გაზიარდება.
პროექტის გამოცდილების გაზიარება სხვა სკოლებთან.
„ახალგაზრდები გლობალური დათბობის წინააღმდეგ“ არის საგანმანათლებლო და პრაქტიკული ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის გაზრდას გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
პროექტი მოსწავლეებს სთავაზობს ინფორმაციას კლიმატის ცვლილების მიზეზებისა და შედეგების შესახებ, ავითარებს ეკოლოგიური პასუხისმგებლობის უნარებს და პრაქტიკულ ჩვევებს.
პროექტი მიზნად ისახავს, რომ მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა, განივითარონ უნარები და აიმაღლონ მოტივაცია, რათა აქტიურად შეიტანონ წვლილი გარემოს დაცვაში როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე.
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
ლია გორელიშვილი
დეკემბერი 5, 2024 | 12:07 pmსაინტერსეო და მრავალფეროვანი აქტივობები, ლიეტვუელი პარტნიორები, ინფორმირებული მოსწავლეთა გუნდითაა წარმოდგენილი პროექტი