პროექტის მიზანია ფოთელ უფროსკლასელებში ინიციატივის გაღვივება, რათა თავადვე მოიპოვონ საჭირო ინფორმაცია, რომელსაც შემდეგ თანატოლებს გაუზიარებენ. ტოლერანტობის კულტურის ჩამოყალიბება, თანატოლთა დევნილი და იძულიბით გადაადგილებული პირების ინტეგრაცია, საინიციატივო ჯგუფებში მუშაობის გამოცდილების შეძენა, რაც მათ სამოქალაქო საზოგადოების წევრებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება ახალგაზრდები გააცნობიერებენ თავიანთ როლს ქალაქის სინამდვილეში, რაც შემდგომში გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სამოქალაქო აქტივობებში.
მოსალოდნელი შედეგები:
• სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ლიდერების გამოკვეთა;
• ახალგაზრდების დაინტერესება გენდერული თანასწორების, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, გარემოსდაცვითი საკითხების პრობლემებით;
• ახალგზრდების სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბება;
• ახალგაზრდების ინფორმირება სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ;
• ახალგაზრდების უკეთ სოციალიზაცია;
• ამაღლდება მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო აქტივობებში.