1.სასკოლო საზოგადოებისა და თემის გამოკითხვა-პრიორიტეტური თემის გამოკვეთის მიზნით. - მოსწავლეები და მასწავლებლები
2.სამუშაო ჯგუფის შექმნა-მოსწავლეები,მშობლები,მასწავლებლები
3.სასკოლო საზოგადოებისთვის დაგეგმილი პროექტის გაცნობა-მოსწავლეები
4.პროექტისთვის საჭირო სივრცის დასუფთავება-მოსწავლეები
5.ინტერიერის დიზაინის დაგეგმა და შერჩევა-მოსწავლეები,მასწავლებლეი,მშობლები
6.დაგეგმილი ინტერიერის დიზაინის მიხედვით სივრცის კეთილმოწყობა-მოსწავლეები და მასწავლებლები
7.კეთილმოწყობილ გარემოში, სხვადასხვა ვორქშოფებისა და შეხვედრების ორგანიზება-მოსწავლეები და მასწავლებლები
8.დასრულებული პროექტის საჯარო პრეზენტაცია-მოსწავლეები
პროექტის მიზანია,სკოლაში კულტურულ-საგანმანათლებლო ახალგაზრდული სივრცის შექმნა,ახალგაზრდების განვითარება და გაძლიერება. მათი აქტიური ჩართვა სკოლაში და თემში მიმდინარე პროცესში. პროექტის შედეგი იქენება: სკოლაში თავისუფალი სივრცის შექმნა, სადაც მოხდება მოსწავლეთა უნარ-ჩვევების რეალიზება. სარგებელს მიიღებს სოფლის თემიც, რადგან სოფელში ალტერნატიული სივრცე არ არსებობს და მათაც მიეცემათ შესაძლებლობა ახალგაზრდებთან თანამშრომლობის. ასევე ხელს შეუწყობს, სასკოლო ცხოვრებაში მშობლების აქტიური ჩართულობის გაზრდას.პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე,მოხდება სკოლაში არსებული თავისუფალი ფართის გასუფთავება,რაშიც მონაწილეობას მიიღებს პროექტში მონაწილე მოსწავლეები და მასწავლებლები. შემდეგ ეტაპზე პროექტში მონაწილე ორი მოსწავლე, იმუშავებს ინტერიერის დიზაინზე. შექმნილი დიზაინის მიხედვით, მოსწავლეები შეეცდებიან შექმნან მყუდრო,სასიამოვნო გარემო,რისთვისაც მოიხატება,გაფორმდება და მოეწყობა სივრცე. ამ აქტივობაზე პასუხისმგებელი პირი იქნება პროექტის მონაწილე 10 მოსწავლე.
საბოლოო ჯამში თანმიმდევრულად ჩატარდება შემდეგი აქტივობები:
ახალგაზრდული სივრცის დახმარებით მოხდება ახალი თაობის ერთმანეთთან კომუნიკაცია, რაც დაეხმარებათ, როგორც თავად ახალგაზრდებს, ასევე თემის განვითარებას; ხშირი ურთიერთობით თითოეული მათგანი დაეუფლება ემპათიის შინაარს და შეძლებენ მათი ნიჭის უკეთესად დაუფლებასა და რეალიზაციას, გაუმჯობესებასა და გაზიარებას, საკუთარი შინაგანი ფსიქოლოგიური მდგომარების ამაღლებას. ახალგაზრდების კომუნიკაცია და მათი იდეების ერთმანეთთან გაზიარება დაეხმარება სოფელს სამომავლოდ პერსპექტიული განვითარებისთვის, ჯგუფური მუშაობის შედეგად ისინი შეძლებენ ნებისმიერი იდეის განხორციელებას. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ,,ახალგაზრდულ სივრცეში" დაიგეგმება და ჩატარდება მრავალი აქტივობა, რომელიც სასარგებლო იქება თემის განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში შექმნილი სივრცე ღია იქნება, როგორც სკოლის ისე თემისთვის.
ფასდაუდებელია სოფ. პატარძეულის ისტორია, მატერიალური თუ არამატერიალური; ხუროთმოძღვრული ძეგლები ,აქ მცხოვრები მოსახლეობის კულტურა, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები და რწმენა-წარმოდგენები. სოფლის წარსულისა და რესურსების გათვალისწინებით, მას უდიდესი შესაძლებლობა აქვს უკეთესი სამომავლო პირობები შეუქმნას არა მხოლოდ ამ, არამდე მომავალ თაობებსაც. ახალგაზრდული სივრცის არსებობა, ხელს შეუწყობს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას, ეს იქნება სივრცე, სადაც თამამად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას, მარტივად დამყარდება ადამიანებს შორის კომუნიკაცია, მოხდება კულტურული თუ ტრადიციული კავშირების გაღრმავება. მისი დახმარებით მოხდება ცნობიერების ამაღლება არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებში არამედ თემში. გადაიჭრება სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად სოფელში ახალგაზრდული სივრცის შექმნა.
სკოლის ტერიტორიაზე არის სივრცე, რომლის ათვისებაც შეგვიძლია დაგეგმილი პროექტისთვის, მაგრამ საჭიროა მისი კეთილმოწყობა. პროექტის განხორციელებაში ხელისშემშლელ ფაქტორს შესაბამისი ფინანსური წყაროების მოძიება წარმოადგენს.პრობლემის მოგვარებისთვის, ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ შესაბამის ღონისძიებებს, საგრანტო კონკურსებს.
სივრცის შესაქმნელად საჭირო ნივთებია: მიკროფონიანი დინამიკი,ეკრანი,სამხატვრო ტილოები,საღებავები-აკრილები ან გუაშები,ფარდები,პუფები.
პროექტის ფარგებში ვაპირებთ ვითანამშრომლოთ: სოფლის თემთან,ადგილობრივ თვითმართველობასთან, მერიასთან, სოფელში არსებულ ღვინის ქარხანასა და ნავთობ კომპანიასთან. მათგან ველით, როგორც მატერიალურ,ასევე ფინანსურ მხარდაჭერას, სივრცის განვითარებისთვის.
პროექტით სარგებელს მიიღებს მთელი სკოლის საზოგადოება ( სულ სწაცლობს 375 მოსწავლე და გვყავს 30 მასწავლებელი) და სოფლის თემი (74 ადამიანი)
პედაგოგები-30; მოსწავლეები-375; მშობლები-18; აქედან ეროვნებათა უმცირესობები - 81 მოსწავლე და 7 მშობელი.
პროექტის განხორციელებაში ხელისშემშლელ ფაქტორს შესაბამისი ფინანსური წყაროების მოძიება წარმოადგენს.
პროექტი მდგრადი არის. ის გაგრძელდება და მოცემული სივრცით სარგებლობა ნებისმიერი თაობისათვის შესაძლებელი იქნება.ამ სივრეს აითვისებს სოფლის თემის წარმომადგენლები სამომავლო განვიტარებისთვის.
ჩვენი სოფელი პატარძეული უდიდესი ისტორიის მქონე და მრავლის მეტყველია. აქ არსებული წყაროები კი უსაზღვროა. სოფელს სახელი გაუთქვა, მრავალმა სასიქადულო შვილმა, მიუხედავად უდიდესი წარსულისა და რესურსებისა, სოფელს არ აქვს სივრცე, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ შეკრებას, რაც მნიშვნელოვანია სამომავლოდ პერსპექტიული განვითარებისთვის. ხელსაყრელი სივრცის დახმარებით ახალგაზრდები ერთად იზრუნებენ თემისთვის სასარგებლო პროექტებისა და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე. ეს სივრცე საშუალებას მისცემს დაინტერესებულ ახალგაზრდებს ჩამოაყალიბონ სხვადასხვა კლუბები და აქტიურად გამოიყენონ ისინი.
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
Tina Sibasvili
დეკემბერი 4, 2024 | 4:33 pmპროექტის ხელმძღვანელია პედაგოგი