პროექტის მიზანია: სკოლაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება: თავისუფალი, დამოუკიდებელი პიროვნებისა და მოქალაქის აღზრდა, რომელიც კონკურენტუნარიანი და პროდუქტული იქნება სწრაფად ცვალებად სამყაროში. პროექტი ხელს შეუწყობს ბენეფიციარების გააქტიურებას აღნიშნულ პროცესში.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები აღიქვამენ და გაიაზრებენ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური და დემოკრატიული მოქალაქის ჩამოყალიბება. დაფიქრდებიან და შეიგნებენ იმას, რომ პიროვნების განვითარების აუცილებელი პირობაა ინტელექტუალური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლება, ისეთი ცოდნის შეძენა, რომელიც გარდა ფაქტობრივი ინფორმაციისა, ღირებულებებისა და მოქმედების გზებს მოიცავს. პროდუქტი, რომელიც იქმნება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების მიერ წარმოადგენს საზოგადოებრივ სიკეთეს.