ჩვენ ვცხოვრობთ აჭარის მაღალმთიანეთში სადაც სამწუხაროდ ბევრ საუკეთესო ტრადიციასთან ერთად ზოგჯერ ტრაციდიებიდდან გამომდინარე ვხდებით ბავშვებზე, ქალებზე ძალადობის ფაქტებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოსწავლეთა და მათი მშობლების ცნობიერების ამაღლების მიზნით გაგვენხორციელებინა ეს პროექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მიზანშეწონილი ტრენინგებით თემში ქალებთან და ბავშებთან აქტიური ურთიერთობით მოვახდინოთ მათი ცნობიერების ამაღლება, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ უფრო მეტი ეცოდინებათ თავიანთი უფლებების შესახებ აგრეთვე ძალადობის შემთხვევაში მიმართიანობისა და აქტიური მოქალაქეობრივი უფლებების შესახებ. ძალადობა ზოგჯერ განსაკუთრებით იგრძნობა ოჯახში, გვქონდა შემთხვევა ეს ძალადობა სამწუხაროდ მოზარდის სუიციდით დასრულდა, სწორედ ამ ფაქტმა დაგვანახა, რომ საჭიროა თემში ქალებთან, ოჯახებთან პრევენციული სამუშაოებების ჩატარება, რაც კიდევ ერთხელ გაზრდის მათ ცნობიერებას.