1. პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები. კონკრეტულად აღწერეთ აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვინ, რას, სად და როდის შეასრულებს:
პროექტის მოზანია: „საზოგადოების (თემი–მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები) ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ბავშვზე ოჯახური ძალადობის შესახებ“
მოსალოდნელი შედეგი: მოხდება საზოგადოების (თემი–მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები) ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ბავშვზე ოჯახური ძალადობის შესახებ.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტის განხორციელების პირველ ეტქპზე
1. მოვახდენთ სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების (კლუბში გაერთიანებულია 35 მოსწავლე IX-XI კლასელი და დაყოფილი არიან ქვე–კლუბებად: განათლების, სოციალური, საინფორმაციო, ადვოკატირება.) და პროექტში მონაწილე პედაგოგების (თ. მურუსიძე, ი, კვესაძე, ს, მურუსიძე, თ. გაგუა, ა. არბოლიშვილი) შეკრებას და პროექტის მიზნებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების პრეზენტაციას, ამავე დროს ისინი მიიღებენ პირველ დავალებას 1 კვირის განმავლობაში განახორციელებენ კვლევას და შეაგროვებენ ფაქტობრივ, სტატისტიკურ და სასწავლო ინფორმაციას სკოლის ბიბლიოთეკის, ინტერნეტის (სკოლის საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი) გამოყენებით:
• „ძალადობის შესახებ
• ბავშვზე ოკახური ძალადობის შესახებ
• ამ პრობლემაზე მომუშავე ორგანიზაციების შესახებ
• როგორია სახელმწიფოს როლი და საკანონმდებლო ბაზა ბავშვზე ოჯახური ძალადობის შესახებ
• როგორია მედიის როლი და რეაქცია
• ვის შეიძლება მიმართოს მსხვერპლმა დახმარებისთვის
• რა სერვისებია ჩვენს ქვეყანაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის.
• რა ღონისძიებები ხორციელდება ბაცშვზე ოჯახური ძალადობის პრევენციისათვის.
• რა ეტაპზეა ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით
ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების შემდეგ მონაწილეები შეხვდებიან ერთნამეთს და მოახდენენ მოძეული მასალის შეჯერებას.
2. ქვე–ჯგუფებისათვის ფუნქციების დელეგირება (განათლების, სოციალური, საინფორმაციო, ადვოკატირება). თითოეულ ჯგუფს ფასილიტაციას გაუწევს თითო მასწავლებელი. სოციოლოგიური ჯგუფი–ს. მურუსიძე, განათლების ჯგუფი–თ. გაგუა, ადვოკატირება–მ. ჭელიძე, საინფორმაციო–ი. კვესაძე.
3. სოციალური ჯგუფი ჩაატარებს კვლევას, რომლის შედეგებიც მოგვიანებით აისახება ტრენინგ–პროგრამასა და ბუკლეტში. მოამზადებს კითხვარს მოსწავლეებისათვის და მშობლებისათვის ოჯახში ბავშვზე ძალადობის თემაზე. გამოკითხული იქნება 100 მოსწავლე, მშობელი, თემის წარმომადგენლები.
4. საინფორმაციო ჯგუფი მოამზადებს ბუკლეტს, რომელსაც დაურიგებს მოსწავლეთა მშობლებს, მოსწავლეებს და თემის წარმომადგენლებს. ასევე ისინი შექმნიან ბლოგს სადაც განთავსდება ინფორმაცია პროექტის შესახებ. ბლოგიზე გამოქვეყნდება პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, ფოტო მასალა, რომელიც მომზადდება პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით შეძენილი ფოტო–აპარატით. ასევე მისი საშუალებით მოხდება ყველა ღონისძიებების ასახვა და ფოტო არქივის მომზადება.
5. განათლების ჯგუფი დაგეგმავს ტრენინგს(რა არის ოჯახური ძალადობა, რა შედეგებს იწვევს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ პრობლემის გადასაჭრელად, რა შეიძლება შეცვალოს თითოეული ჩვენგანის ქმედებამ, ვის უნდა მივმართოთ პრობლემის გასდასაჭრელად და ა.შ.) პროექტის ავტორის ხელმძღვანელობით, რომელსაც ჩაატარებენ სკოლს პედაგოგები თ. მურუსიძე, ი, კვესაძე, ს, მურუსიძე, თ. გაგუა, მ. ჭელიძე. მათ თანატრენერობას გაუწევენ თავიანთი ქვე–ჯგუფების წევრები. სამოქალაქო კლუბის წევრებს, აქვთ თანასწორთა განმანათლებლობის გამოცდილება და არ იქნება რთული მათთვის ამ მოდულის თანამონაწილეობით წაყვანა. ტრენინგი ჩატარდება სკოლაში პარალელური რეჟიმში 5 აუდიტორიაში (ხანგრძლივობა 45 წთ), მოხდება მსმენელების (25–30 მონაწილე) გადანაწილება(მოსწავლეები, მშობლები, თემის წარმომადგენლები) 1. დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები. 2. საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მშობლები. 3. საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლები. 4. საბაზო საფეხურის მოსწავლეები. 5. საშუალო საფეხურის მოსწავლეები. ტრენინგის მონაწილეები გაავრცელებენ ინფორმაციას თანატოლებში. ამავე დღეს სამოქალაქო კლუბის წევრები ორგანიზებით მოხდება ძალადობის თემაზე მოზარდთა (დაწყებითი კლასები) ნაზატების გამოფენა.
6. ადვოკატირების ჯგუფი მოამზადებს მინი სპექტაკლს (ხანგრძლივობა 15 წთ) ბავშვზე ოჯახური ძალადობის ტემაზე, რომელიც ჩატარდება სკოლის სააქტო დარბაზში და მას დაესწრებიან მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, თემის წარმომადგენლები. სპექტაკლის დასასრულს მოეწყობა დისკუსია, რომელშიც ჩაერთვება და კომპეტენტურ კომენტარს გააკეტებს ექიმი–ფსიქოლოგი (სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, მშობელი თ. ვაშაკიძე).
7. შემაჯამებელი კვლევა, (სოციოლოგიური ჯგუფი) რომელიც გაზომავს თუ რა შეიცვა და გაუმჯობესდა პროექტის განხორციელების შემდეგ, რამდენად ამაღლდა საზოგადოების ცნობიერება ბავშვზე ოჯახური ძალადობის მიმართ.
8. პროექტის დასრულების შემდეგ პროექტის შეჯამებისა და შეფასების მიზნით მოხდება პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის PH-საქართველო, USAID, ‘Civil Kedec“–ის მოწვევა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების პრეზენტაცია და შექმნილი პროდუქტების (ბლოგი, ფლაერი, ნახატები) წარდგენა პროექტის განხორციელებაზე მომუშავე ქვე–ჯგუფების მიერ.