პროექტის მიზანია, ბოლნისის რაიონის სოფელი ძველი ქვეშის საჯარო სკოლაში, რომელშიც სწავლების ენა აზერბაიჯანულია დაარსდეს ქართულენოვანი ბიბლიოთეკა. შეძენილ იქნას წიგნები და თაროები. პროექტის დაფინანსებისა და განხორციელების შემდეგ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებისა და მცირე რაოდენობის ქართული წიგნების გარდა იარსებებს მრავალფეროვანი ლიტერატურა, რომლითაც ისარგებლებენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ ქართული ენისა და სხვა საგნების პედაგოგებიც და მშობლებიც. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პროექტის შედეგად აზერბაიჯანულ სოფელში ქართულენოვანი ბიბლიოთეკის სახით გაჩნდება ერთგვარი ქართული ნიშა, რომელიც უფრო მეტად შეუწყობს ხელს მოსწავლეთა და ზოგადად თემის ინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში. ქართული კულტურის გაცნობა ხელს შეუწყობს მათში საქართველოს მოქალაქეობის შეგრძნების განვითარებას.