პროექტის მიზანია გენდერული პრობლემების აქტუალურობის წარმოჩენა და საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში (როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში), ამ პრობლემების მიმართ მიდგომის შეცვლა, არსებული პატრიარქალური სტერეოტიპების ჩანაცვლების ხელშეწყობა ისეთი ახალი დისკურსებით, რომლებიც ქალს სრულფასოვან, თავისუფალ და მამაკაცთან თანასწორუფლებიან პიროვნებად მოიაზრებენ.
მოსალოდნელი შედეგები:
● ბენეფიციარები მიიღებენ სრულ ინფორმაციას გენდერული თანასწორობის შესახებ;
● სიღრმისეულად გაიაზრებენ არსებულ პრობლემას საზოგადოებაში;
● მოხდება გენდერული თანასწორობის პრინციპების პოპულარიზაცია და გაიზრდება გენდერული თანასწორობის მხარდამჭერთა რიცხვი.