პროექტის მიზანია მცხეთის რაიონის ნაკლებ პოპულარული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და ხელოსნობის ტრადიციული დარგების შესწავლა და პოპულარიზაცია პროქტში ჩართული მოსწავლეების მიერ. პროექტი აამაღლებს მოსწავლეთა ცოდნის დონეს, გამოუმუშავებს მათ უნარ-ჩვვებს და დაეხმარება თემს დამატებითი შემოსავლსი წყაროს გაჩენაში. მოგეხსენებათ მცხეთას არაერთი ვიზიტორი სტუმრობს, როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი, თუმცა მათი ქალაქში სტუმრობა მხოლოდ ორიოდე საათს გრძელდება და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის, სამთავროს და ჯვრის მონასტრის ნახვით შემოიფარგლეაბა. არადა მცხეთის რაიონში უამრავი ისტორიული ძეგლია, რომლის ნახვა ვიზიტორთა შორის არა მარტო აღფრთოვანებას გამოიწვევს, არამედ მათი ჩვენს რაიონში დიდი ხნით გაჩერება, ახალი ტურისტული ობიექტების შეთავაზების გზით, კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს მცხეთის მოსახლეობას, რომლებიც დასაქმებულნი არიან ტურისტულ ბიზნესში.