მიზანი: ძეგვში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება და თემის აქტიური ჩართვა ამ პროცესში.
• საინიციატივო ჯგუფი (შემდგომში სასკოლო სამოქალაქო კლუბი) გამოიკვლევს სოციალურად დაუცველ ადამიანთა გაუსაძლის ცხოვრების პირობებს. Aმიზნის მისაღწევად, კვალიფიციური ოპერატორი ასახავს მათ მდგომარეობას. მოხდება ვიდეო-მასალის დამუშავება და ატვირთვა ჩვენს ფაცებოოკ-ის გვერდზე, რომელსაც შევქმნით პროექტის მუშაობის ასასახად. საამისოდ კომპიუტერი სკოლამ გამოგვიყო. (პროექტის განხორციელების პირველი თვის დასაწყისი).
• სკოლაში ჩავატარებთ საქველმოქმედო აქციას ,,ჩვენ მათ ვჭირდებით”, რაც გულისხმობს მოსწავლეების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვას. მოხდება, აგრეთვე, აქციაზე მოსული სტუმრების ინფორმირება ამ პროექტის შესახებ. ჩვენ ამ სახის აქცია ჩავატარეთ მ/წ 13 თებერვალს. შემოწირულ თანხას გამოვიყენებთ საქველმოქმედოდ. (პროექტის განხორციელების მეორე თვის დასაწყისი).
• საინიციატივო ჯგუფი (შემდგომში სასკოლო სამოქალაქო კლუბი) ითანამშრომლებს სოფელ ძეგვის საკრებულოსთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებთან, სოფლის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალთან. (პროექტის განხორციელების პირველი თვის მეორე კვირიდან პროექტის ბოლომდე).
• ჩაირთვება ცხელი ხაზი, რომელიც მუდმივად იქნება ჩართული ქსელში. ცხელი ხაზი მოემსახურება სოციალურად დაუცველ ადამიანებს, თემს. (პროექტის განხორციელების პირველი თვის დასაწყისიდან პროექტის ბოლომდე).
• ინფორმაციის მიღების და მიწოდების მიზნით სოფელში გავაკრავთ განცხადებას ცხელი ხაზის შესახებ. (პროექტის განხორციელების პირველი თვის მეორე კვირას.).
• ჩამოყალიბდება სასკოლო სამოქალაქო კლუბი, რომლისთვისაც სკოლა გამოგვიყოფს ოთახს. (პროექტის განხორციელების პირველი თვის დასაწყისი).
• სამოქალაქო კლუბში შეიქმნება სოციალურად დაუცველი ოჯახების დამხმარე ჯგუფი, რომელიც გამოძახების შემთხვევაში მივა აღნიშნულ ტერიტორიაზე და დახმარებას გაუწევს ოჯახებს. (პროექტის განხორციელების მეორე თვის ბოლო კვირა).
შეიქმნება ფაცებოოკ-ის გვერდი, რომელიც მუდმივად განახლებადი იქნება. გვერდის სიცოცხლისუნარიანობას და აქტივობას უზრუნველყოფს სასკოლო სამოქალაქო კლუბი. ფაცებოოკ-ის გვერდზე განთავსდება ძეგვში მცხოვრებ სოც. დაუცველი ადამიანთა ყოფითი ცხოვრების ამსახველი კადრები, ინფორმაცია. B გვერდზე სტუმრები დარეგისტრირდებიან და მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი ბენეფიციარებისთვის გამართულ ღონისძიებებში. ფაცებოოკ-ის გვერდის საშუალებით შევეცდებით დამატებითი დახმარების მოძიებას (პროექტის განხორციელების მეორე თვის დასაწყისიდან პროექტის ბოლომდე და მისი დასრულების შემდეგაც.).
• მოეწყობა შეხვედრა/სემინარები პროექტის განხორციელების მეორე და მესამე თვის დასწყისში სოცილური სააგენტოს და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელებთან სოციალურად დაუცველ ადამიანთა უფლებების დაცვის და სახელმწიფო და ადგილობრივი სოციალური პროგრამების შესახებ. (პროექტის განხორციელების მეორე და მესამე თვის დასაწისი).
• დაიბეჭდება ორგვერდიანი ორი ნომერი A-3 ფორმატის 100 ცალი საინფორმაციო ბიულეტენი, რომლებშიც განთავსდება პროექტით განხორციელებული ყველა აქტივობა. ბიულეტენს მოამზადებენ და დაბეჭდავენ სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები (პროექტის განხორციელების მეორე და მესამე თვის ბოლოს).
• ადგილობრივ გაზეთში განთავსდება ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ. (პროექტის განხორციელების პირველ, მეორე და მესამე თვის დასაწყისი).
• პროექტის განხორციელების მესამე თვის ბოლოს მოეწყობა პროექტის პრეზენტაცია, სადაც მოწვეული იქნებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციები, ადგილობრივი მედია, სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები.
• ანგარიშის წარდგენა (პროექტის განხორციელები ბოლო კვირას)