ორი წელია საქართველოს რეგიონების მასშტაბით არსებობა
დაიწყო სამოქალაქო განათლების კლუბებმა, რომელთა
მთავარ მიზანს წარმოადგენს მოსწავლეების აქტიურ ჩართვა სახელმწიფოს დემოკრატიულ მშენებლობაში. კლუბში შემავალი მონაწილეების მთავარი როლი არის საზოგადოებისათვის სასიკეთო პროექტებისა და ინიციატივების განხორ-
ციელება.
იქიდან გამომდინარე რომ სკოლა "ერუდიტი"-ს
სამოქალაქო განათლების კლუბი არის ახლად დაარსებული
მის მოსწავლეებს სჭირდებათ მოტივაციის ამაღლება რათა
ისინიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მათი თემის პრობლემების მოგვარებაში ამ მიზნით პროექტის ავტორებს
გვსურს მჭიდროდ ვითანამშრომლოთ თბილისის იმ
საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბებთან,
რომლებსაც აქვთ დაგროვილი საკმაო გამოცდილება,
რომ ეს ყველაფერი გაგვიზიარონ და ერთობლივად დავგეგ-
მოთ საინტერესო პროექტები თუ ინიციატივები. პროექტის
მიზანია მხარდამჭერი ღონისძიებების გატარება,რაც შეცვ-
ლის მოსწავლეების მიდგომასა და დამოკიდებულებას ,
უკეთესად გააცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას რაც მათ
აკისრიათ სამოქალაქო კლუბის წევრობის სტატუსისათვის.